„ნაციონალური მოძრაობას“ სულ შევახსენებ – მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არსად არ წავსულვართ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!“

„ნაციონალური მოძრაობას“ სულ შევახსენებ – მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არსად არ წავსულვართ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ!“

„ხალხი დამიჯარიმეს.

პლაკატები ჩამომიხსნეს.

ლამის, ხალხის მტრად გამომაცხადეს...

და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში!

ერთ დღეში!!!!!!

ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებით და რურუას და მიშას პლაკატებით რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!!!

ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა.

ის არ ამახინჯებდა, ხომ, ქალაქის იერსახეს?!  თბილისის მერია / Tbilisi City Hall  - ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში??!!

ეგეთი ორმაგი სტანდარტები ენჯეოშნიკების მოგონილია და კარგი იქნება, თუ იმ გაიძვერა გიგაურს და „მოსასპობ (კაკოია) თაბაგარს“ არ დაემსგავსებით“, - ეს კომენტარი, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ და for.ge-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა გაავრცელა სოციალურ ქსელში. საქმე ისაა, რომ გუშინ  „დავასრულოთ“-მა ქალაქში პლაკატები გააკრა - „არა ბოროტებას! არა ნაცებს!“.

პარადოქსია, მაგრამ არჩევნებში დამარცხებიდან 9 წლის თავზე ისევ აქტუალურია „ნაციონალური მოძრაობის“ ქართულ პოლიტიკაში როგორც ოპოზიციური პარტიის დომინანტობა.

რას ცვლის, რეალურად, ამ მხრივ, სამოქალაქო სექტორის და მით უმეტეს, ჟურნალისტების პოლიტიკური აქტივობა? ვის უფრო უშლის ნერვებს ქალაქში გამოკრული პლაკატები, „ნაცმოძრაობას“ თუ ხელისუფლებას და როგორ აპირებს „დავასრულოთ“ ბრძოლის გაგრძელებას?   

for.ge გიორგი იაკობაშვილს ესაუბრა.   

წინა არჩევნებზე თქვენმა ორგანიზაციამ „დავასრულოთ“ ვერ დაასრულა „ნაციონალური მოძრაობა“. ამ არჩევნებისთვის თქვენ ახალი ლოზუნგით გამოდიხართ - „არა ბოროტებას! არა ნაციონალებს!“ - რა გინდათ თქვათ ამ პლაკატებით?

გიორგი იაკობაშვილი: მე, პირადად, 2012 წელს ვერ წამოვიდგენდი, რომ მსგავსი პლაკატების გაკვრა და საზოგადოებისთვის მსგავსი ისტორიული ფაქტების შეხსენება საჭირო გახებოდა. ამ პლაკატებით საზოგადოებასა და პირველ რიგში, ხელისუფლებას გვინდა შევახსენოთ, რომ ეს ქვეყანა მოძალადეების და მკვლელების ვერასოდეს ვერ იქნება.

მოძალადეები და მკვლელები ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოიკითხოს იმ ადამიანებისკენ, ვისაც დღეს რატომღაც ოპოზიციას ეძახიან. ეს არანაირი ოპოზიცია არ არის. 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყანაში ასოცირდება ომებთან, მკვლელობებთან, რეკეტთან, ადამიანების უფლებების დარღვევასთან, წამებასთან და არ ვიცი, კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო.

მე–10 წელი იწყება და ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ლამობს ხელისუფლებაში მოსვლას. მათი ხელისუფლებაში მოსვლა კი ყველაფერი იმის გამეორება იქნება, რაც წეღან ჩამოვთვალე. აი, ამის თქმა გვინდოდა საზოგადოებისთვის მე და ჩემს თანამოაზრეებს ხელისუფლებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობას“ სულ შევახსენებ – ჩვენ არსად არ წავსულვართ. მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, არც ქვეყანა არ დაგვიტოვებია და არც ემიგრაციაში წასვლას ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს მიწა და ეს ქვეყანა, რომელიც 2 ათასი წელია აქამდე მოსულა, მათი საჯიჯგნი არ გახდეს მეორედ. საზოგადოება მეორედ არ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც 2003 წელს 97%–მა დაუშვა. ნაციონალების პარპაშს არ დავუშვებთ.

უკვე დაისვა კითხვა - საიდან ფინანსდება „დავასრულოთ“?  

- საინტერესო იცით რა არის, რატომ არ ისმევა კითხვები: საიდან ფინანსდება „ფორმულა“? კეზერაშვილს სიდან აქვს ფული? სააკაშვილმა საიდან იშოვა იმდენი ფული, რომ არა მარტო ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს და გარკვეულ ჯგუფებს აფინანსებს, არამედ გარკვეული ტელევიზია და მედია საშუალება მისი შესანახია? ეს შეკითხები უნდა ისმებოდეს და ამ შეკითხვებზე უნდა იყოს პასუხი. ამ პასუხს ჩვენ, ჟურნალისტები და რესპოდენტები კი არ უნდა ვცემდეთ, ამ პასუხს უნდა სცემდეს პროკურატურა, სასამართლო და შემდეგ პენიტენციალურმა დაწესებულებებმა უნდა მიხედონ ამ საქმეს.

ამ შემთხვევაში, ჩემთან ეს შეკითხვები რომ არის, რა მიზანს ისახავსო, მე მგონია, პლაკატებზე ძალიან კარგად ჩანს, რა მიზანს ვისახავ.

2012 წელს, ალბათ, გახსოვთ ალისტრახოები, მიკროფონებით რომ უვარდებოდნენ ყველას და სხვა მედია საშუალებებს რომ უშლიდნენ მუშაობას, ეს ყველამ მიივიწყა. ისტორიის მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ?! მე იმას ვითხოვ ისევ, რასაც ვითხოვდი 2012 წელს – სამართლიანობის აღდგენას და ამ შემთხვევაში, მე ვარ რამდენიმე ასეულ ათასობით, მილიონ ნახევრის და ორი მილიონი ადამიანის რუპორი და იმათ სათქმელს გამოვხატავ. თუ ხელისუფლება არ იტყვის ამ სათქმელს და არ აასრულებს თავის დაპირებას, უბრალოდ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მაგრამ ამ ქვეყანაში არა და არ გამოჩნდა მესამე პოლიტიკური ძალა. ამიტომ, ჩვენ ვართ მესამე ძალა, მე ვარ, თქვენ ხართ, თქვენი თანამშრომლები, მეგობრები, ჩვენ ვართ მესამე ძალა.

სხვათა შორის, ამ პლაკატებზე ჟურნალისტებიც არიან...

– რომელია ჟურნალისტი? ნოდარ მელაძე ჟურნალისტია, თუ ალისტრახო იყო ჟურნალისტი? თუ ნიკა გვარამიას აღიქვამთ ჟურნალისტად?

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჟურნალისტებად და მხარს უჭერენ საქართველოში, ხელისუფლებაში იმ ძალის დაბრუნებას, რომელმაც გაყიდა ტერიტორიები, რომელმაც მოაწყო სასაკლაო ამ ქვეყანაში, რომელმაც უამრავი ადამიანი გააქცია საზღვარგარეთ, უამრავ ადამიანს წაართვა სიცოცხლე, წაართვა ქონება, იმედი და თავისუფლება. აი, ამ ადამიანის დაბრუნებას ემსახურებიან ისინი. ვიღაცის ინფორმირება, რაღაცა ფორმით ჟურნალისტობას არ ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სოციალური მედია და გამოდის, რომ ყველანი ჟურნალისტები ყოფილან. ჟურნალისტობა პასუხისმგებლობას მოითხოვს, ჟურნალისტობა მოითხოვს გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას. თუ არადა მითხარით, ბოლო–ბოლო, იმ გვირაბში მატარებელი გაეტია, თუ არ გაეტია? ვინ გაავრცელა ეს ფეიკი თავის დროზე, გახსოვთ? ან ვინმემ ბოდიში მოიხადა, ან რეაქცია ჰქონდა? ერთი მაგალითი მოვიყვანე, თორემ ეს ხომ წლების განმავლობაში გრძელდება საზოგადოებაში, დუღილამდე ვართ მისულები და ახალგაზრდა თაობას სხვა გზა აღარ რჩება, უბრალოდ გაერიდოს აქაურობას და ემიგრაციაში მიდის. ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს ჩვენზე და თქვენ მეუბნებით, რომ ნიკა გვარამია ჟურნალისტია! ნიკა გვარამია როგორ არის ჟურნალისტი, როცა გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტს ტელეფონზე ესაუბრება და ერთად განიხილავენ რა უნდა მოხდეს „რუსთავი 2“–ში, რომ ჯობია, დაიღუპოს ქალი და თუ ეს ქალი იქნება ფეხმძიმე, მთლად უკეთესი, იმიტომ, რომ უფრო უკეთესად მოაწყობენ არეულობას ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში, რომელიც მათი არ არის. ეს ქვეყანა არის ჩემი და თქვენი.

ანუ, თქვენი მიზანია, ამ პლაკატებით საზოგადოებას  შეახსენოთ წარსული?

– რა თქმა უნდა, უნდა შევახსენოთ. მაგალითად, გახსოვთ გელა გრიშენკო? „რუსთვი 2“–ს ჰქონდა რამდენიმე წლის წინ

სიუჟეტი – გელა გრიშენკომ პროტესტის ნიშნად აჩეხა ვენახი და ამაზე იყო ამბავი ატეხილი. შემდეგ გაირკვა, რომ სხვისი ვენახი აჩეხა და იმ სხვამ ფული გადაუხადა, რომ ის ვენახი აეჩეხა, რადგან ახალი უნდა ჩაეყარა. აი, მატარებელი რომ გვირაბში გაეტია, ამაზე შევთანხმდით ბოლო–ბოლო?

დიახ...

– შევთანხმდით? აღიარებს ამას ნიკა გვარამია, რომ მატარებელი გაეტია გვირაბში? სად ნახეთ მისი აღიარება, აბა მითხარით? ისინი ამას არ აღიარებენ და იმას როგორ აღიარებენ, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში მკვლელობით და ძარცვით იყვნენ დაკავებული. ამაზე კითხვაც არ უნდა ისმებოდეს. მაგათი ადგილი ციხეშია.

ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ და ქართველი ჟურნალისტების ჩამოთვალა სთხოვოთ, დაიწყებენ: ნიკა გვარამია, ვახო სანაია, ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, ნოდარ მელაძე... ამათ ჰქვიათ ჟურნალისტები და მეც მქვია ჟურნალისტი. ცოტა არ იყოს, ტეხავს. არ არიან ეგენი ჟურნალისტები, ეგრე გებელსიც ჟურნალისტი იყო. პროპაგანდის სამინისტრო იყო, პროპაგანდა და ჟურნალისტიკა ძალიან შორს არ არის ერთმანეთისგან, მით უმეტს, როცა არჩევნები ახლოვდება და როცა ქვეყანაში ასეთი არასტაბილური მდგომარეობაა, რომელსაც მიზანმიმართულად ქმნიან გარკვეული ძალები. არ შეიძლება ასე ცხოვრება. დილემის წინაშე ვდგებით, დავრჩეთ საქართველოში, ვიცხოვროთ აქ, თუ ჩავალაგოთ ჩემოდნები და წავიდეთ. ვის უნდა ამ ჩემოდნების ჩალაგება? ვის უნდა ჩვენი აქედან წასვლა? - ამ ქვეყნის მტრებს, სხვას არავის.

სწორედ ამ მიზნით გაიკრა ქალაქის მასშტაბით ეს პლაკატები. გაიკრა არა მარტო ხალხისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ ითხოვენ, რომ ავირჩიოთ, ავიწყდებათ რისთვის ავირჩიეთ. ამ შემთხვევაში, პირდაპირ გეუბნებით - „ქართული ოცნებისთვის“ გაიკრა ეს პლაკატები, რომ ჩვენ, საზოგადოება ვარსებობთ ჯერ კიდევ, ცოცხლები ვართ და არც ჩვენ დაგვიწყებია და არც მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ 2012 წლიდან ერთი და იგივე გვესმის – უნდა დავასრულოთ ის დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და რომლის ინსპირატორი მუდმივად არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ამ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. მინდა შევახსენო „ქართულ ოცნებას“, ის მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და ატერორებდნენ მოსახლეობას და ატერორებენ ახლაც, როცა არიან ოპოზიციაში, სანამ არ დასრულდებიან, სანამ არ გასამართლდებიან, მანამდე ამ ქვეყანას მშვიდობა არ ეღირსება. და საერთოდ, ამ პლაკატებთან დაკავშირებით მე კი არ უნდა მისვამდეთ კითხვებს, უნდა ურეკავდეთ ინგა გრიგოლიას და ეკითხებოდეთ – საიდან ფინანსდება მათი ტელევიზია, რა ფულით? განსაკუთრებით უნდა ურეკავდეთ გიორგი თარგამაძეს და უნდა ეკითხებოდეთ – კეზერაშვილი რომ გაფინანსებთ, ეს პატარა ტრაწიანი ბიჭი უცებ მილიარდერი როგორ გახდა? უნდა ურეკავდეთ „მთავარს“ და ეკითხებოდეთ სააკაშვილი რომ გაფინანსებთ, საიდან იშოვა ფული, რა შემოსავლები გააჩნდა და გააჩნია? უნდა ეკითხებოდეთ „ქართულ ოცნებას“ ბოლო–ბოლო გარეჯი საქართველოა, თუ დაკარგა მაგ თემამ აქტუალობა? აი, ამაშია საქმე და რაც მთავარია კითხვა, რომელიც გვაწუხებს ყველას – ბოლოს და ბოლოს, როდის იქნება კანონი მიღებული ცილისწამების შესახებ? მე, როგორც ჟურნალისტს, ამ შეკითხვის დასმის სრულიად ლეგიტიმური უფლება გამაჩნია, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტი ვარ და ჩემს პროფესიულ ღირსებას, ჩემს საქმიანობას ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს ის, რასაც ჩადიან ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიები, ძალიან ბევრი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები. უკვე მერიდება და მრცხვენია, რომ ჟურნალისტი ვარ.

ვინ არიან კიდევ თქვენი თანამოაზრეები და თქვენი ორგანიზაცია რატომ აქტიურდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ?

- ჩვენს ორგანიზაციას - „დავასრულოთ“, აქვს სრულიად კონკრეტული მიზანი და ამოცანა. არ არის იმის საშუალება, რომ ყოველდღე განსაკუთრებულად ვიაქტიუროთ, მაგრამ როგორც არის საშუალება და ისტორიული მომენტი გვკარნახობს, მაშინ ვმოქმედებთ. ხომ გაგიგიათ, საბანი სადამდის გაგწვდება, იქამდე დაიფარეო. ჩვენი თანამოაზრეები არიან საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა 90%. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც ხართ ჩემი თანამოაზრე ამ შემთხვევაში, რომ საქართველოში მოძალადეების და მკვლელების პარპაში უნდა დასრულდეს. არა ვართ თანამოაზრეები ამაში?

ძალადობა ნამდვილად უნდა დასრულდეს.

– სწორედ ამის თქმა მინდა და რადგან ამაში თანამოაზრეები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს თუ ხვალ, თქვენც აუცილებლად გააკრავთ იმ პლაკატს, თუ არ დასრუდლება ეს ამბავი საქართველოში.

ყოველ წამს გავიმეორებ, რომ ამ მკვლელების და მოძალადეების ხელში ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. ისეთი კლიმატია ქვეყანაში შექმნილი, როგორც ერთმა ფსიქოლოგმა ბრძანა, მთელი ეს ე.წ. ფეიკ–მედია, ყველანაიარ პირობებს ქმნის საქართველოში საიმისოდ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან, იზრდებიან და ყალიბდებიან, მათთვის ერთი აზრი არსებობს მხოლოდ, რომ აქ გაჩერება არ შეიძლება. არადა, როგორ არ შეიძლება, ღმერთმა ულამაზესი ქვეყანა მოგვცა, ყველანაირად მდიდარი და ვართ ასე. რისი ბრალია? იმის ბრალია, რომ არ არის სამართალი, არ არის სამართლიანობა. აბა წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ, გიგი უგულავამ 50 მილიონი მოპარა ამ ქალაქს და პასუხს არ სთხოვენ და მე, ათიოდე პლაკატი გავაკარი და ერთი ამბავია ატეხილი, ეს სწორია?

amo მე ვარ აღნიშნულ 90%-ში. შენ ამ მესიჯის წამკითხველო (არადა ვიცი რომ წაიკითხავთ, ცოტა მაინც იყოთ)? რატომ ხმას არ იღებ და არ აზიარებ? იმიტომ ვართ ამ დღეში. მაინც არაფერი შეიცვლება არაა სწორი პოზიცია. სულ ცოტა უნდა მოითხოვო მაინც, რომ მოგეცეს.
3 წლის უკან
Katana :
amo, მე-10 წელია, ზუსტად ამას ვწერთ და ვითხოვთ ამ საიტის ერთგული მკითხველ- მომხმარებლები (ანუ, იუზერები) და აშკარაა, რომ მხოლოდ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს აზრებსა თუ ემოციებს, ხოლო ხელისუფლება ქმნის ილუზიას, თითქოს მასაც ზუსტად იგივე სტკივა, რაც ჩვენ: ყოველი არჩევნების წინ გადმოიღებს ნაცების ავკაცობაზე შექმნილ, დადგენილ, გამოკვლეულ, სასამართლოსთვის გამზადებულ, მტვერწაყრილ საქმეებს და... არჩევნების დამთავრებისთანავე უკანვე შეაწყობს ხოლმე.
მე-10 წელია ვითხოვთ დაპირებულ "სამართლიანობის აღდგენას" და მეათე წელია ნაცებთან კომპრომისის გზებს ეძებს ხელისუფლება: აღარ იციან, როგორ გადმოიბირონ და დააწინაურონ წინა ხელისუფლების დამნაშავე, სრულიად დისკრედიტირებული მუშაკები პროკურატურაში, სასამართლოში, პოლიციაში, დიპლომატიურ სფეროში...
მე-10 წელია ამაოდ მიინავლება უდაბნოში ჩვენი "ხმაი მღაღადებლისაი" და მე-10 წელია, ცხოვრებას თავიდან იწყობენ ხელისუფლებაში ერთმანეთს ჩანაცვლებული სანათესაო-საახლობლო ჯგუფები მარიფათიანი ადამიანებისა, რომელთაც მხოლოდ იმიტომ უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა, რომ მაქსიმალურად მსუყე ნაჭერი წაგლიჯონ ქვეყანას.
3 წლის უკან
3 წლის უკან
trampi ამო........

ეგ კითხვები აქაურებს (ძველებს) მინიმუმ ათი წელია გულზე გვხეთქავს....
მერე მაგ კითხვებზე ჩვენ პასუხს აბა როგორ გავცემთ?? რაც არის ყველამ გადასარევად ვიცით, მაგრამ ჩვენ რომ ესენი ვიცით, აქედან რა ხეირი?ირგვლივ კიდე ჩემ წილად სუ ჩხუბი და რევოლუცია მაქვს, ნაცები შავი ჭირივით მერიდებიან,................. 2012 დან მათთან სუ რევოლუცია მაქვს ..... 2012 მდე კიდევ მიტინგებზე სიარულის გამო ბევრჯერ ვარ ნაბეგვი........
ეხლააა და თუ სადმე რამე გაფაჩუნდება იქა ვარ დარჭობილი.....მიტინგებზე სიარული პრივიჩკად მექცა ..თუ მიტინგი არასად არააა კიდე, მაშინ მე თვითონ ვაწყობ ირგვლივ ,,მიტინგს,,....მანამ ირგვლივ ხალხი სუ არ შემომეცლება ხოლმე (ნატვრის ხეში ეროსი მანჯგალაძესავით), მანამდე ვმიტინგობ................მეტი?
წლები იყო კიდევ და აქ ღამეებს ვათენებდით და გულებს ვიხეთქავდით...სხვა რა შეგვეძლო? ბიზნესმენები კიდე არც ერთი არ ვყოფილვართ, მიშას ბევრჯერ ვეყოლებოდით გატყავებულები ....
ისე ვიცი რომ ამ კაცს აქაურებზე გაცილებით მეტი შეუძლია და აკეთებს კიდეც (მარტო ეს ნაფრონტალი საიტიც კი საკმარისია) მაგრამ ........... როგორმე, როგორმე, იქნებ ტელევიზიებით მოახერხოს მაგ კითხვების დასმა...., ადვილი რომ არაა ვიცი, მაგრამ რეზონანსი შეუდარებლად მეტი იქნება (თუნდაც რამიშვილი, ობიექტივი, ალტ--ინფო, იმედი....)..............................და ალბათ შედეგიც
3 წლის უკან