იმარჯვებს ის, ვინც სინდისისგან თავისუფალია

იმარჯვებს ის, ვინც სინდისისგან თავისუფალია

„„ვარდების რევოლუციის“ გარიჟრაჟზევე, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“ და მისი სახით სააკაშვილის რეჟიმის მედია-კლიენტელამ ჯილდოდ მედია-პარპაშის სრული თავისუფლება მოიპოვა. ვგულისხმობ იმას, რომ 2004 წლის მაისში მანამდე მოქმედი „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ“ ლიბერალური კანონი გაუქმდა და მიღებული იქნა „სიტვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ „კლასიკურად ლიბერასტული“ კანონი, რაც ამ სფეროს, ე.ი. მედიას ფაქტიურად ყოველგვარი რეგულაციებისგან, შესაბამისად - საჯარო პასუხისმგებლობებისგანაც,  თითქმის სრულად ათავისუფლებდა.

ზოგადად, სააკაშვილის კორპორაცია საკუთარი ბატონობის სწორედ ამ, „კლასიკურად ლიბერასტულ“, რასაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ, მაგ. ეკონომიკაში - ბენდუქიძის „ლიბერტანიელობად“,  კონცეპტს ეყრდნობოდა, რომლის არსი მარტივია: სამართლიანი რეგულაციების გაუქმებით - უქმდება კანონის წინაშე თანასწორობაც, რადგან აღარ არსებობს სამართლის ნორმა, საჯარო ქცევის კანონით ანდა თუნდაც ტრადიციით, ჩვეულებით  დამკვიდრებული რაიმე წესი, როგორც მთავარი ორიენტირი, რისი დაცვის ვალდებულებაც არის ამა თუ იმ სფეროში მოქმედი სუბიექტების თანასწორობის ძირითადი პირობა. ცხადდება, რომ დერეგულაციაა, ე.ი. უპასუხისმგებლო თავისუფლებაა - თურმე თანასწორობა და რომ ყველაფერს „ბაზარი“ დაარეგულირებს, ხოლო ბაზარი, ე.ი. კონკურენცია, იმთავითვე უთანასწორობას ამკვიდრებს - მეტიც, უთანასწორობა მისი წესიცა და მიზანიცაა: კონკურენციაში უნდა გაიმარჯვო, კონკურენტს სძლიო, თუ საჭიროა -  უნდა დათრგუნო, გააძევო და მოსპო კიდეც; ხოლო თუკი კანონის, ე.ი. სამართლიანი რეგულაციების ანუ სამართლის ნორმების (რაც კანონთან ერთად ტრადიციასაც და დამკვიდრებულ ჩვეულებებსაც გულისხმობს) წინაშე თანასწორი პასუხისმგებლობა ხელს არ გიშლის და არ გზღუდავს, რასაკვირველია - გარანტირებულად გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტად არის სინდისისგან თავისუფალი - ე.ი. ის, ვისაც არც შინაგანი შეზღუდვა არ დააბრკოლებს, რათა  კონკურენტს ნებისმიერი, თუნდაც ბინძური საშუალებებითა ძლიოს.

მაგრამ ეს - მხოლოდ ნახევარია ამ "ლიბერასტული კონცეპტისა", მეორე ნახევარი ანუ მეორე საყრდენი ის გახლავთ, რომ „საბაზრო ძალაუფლება“ - სააკაშვილის კორპორაციას მონოპოლიურად და მყარად უპყრია და მას კონკურენტი იმთავითვე არ ჰყავს, უარესიც: მასთან კონკურენცია სასიკვდილოდ საშიშია!

საბოლოო ჯამში, ბევრი რომ არ გავაგრძელო, „კლასიკური ლიბერასტობა“ სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლების სახელით გაბატონებული კორპორაციის მონობა!

არსებითად, სწორედ ეს გახლდათ ის კანონიც: ‘სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, რამაც ამ სფეროში რეგულაციების გაუქმებასთან ერთად, გააბატონა ჟურნალისტიკა ყოველგვარი აკრედიტაციის, მაშასადამე - საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის  გარეშე, გააუქმა მედია-საშუალებების თანასწორობის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველიც და გზა გაუხსნა შეუზღუდავ მგლობა-მტაცებლობას ამ სფეროში;   შედეგად - მედია გაიხლიჩა და დაიყო პრივილეგირებულ და  დისკრიმინირებულ მედიებიედ, ხოლო დისკრიმინაციისა და პრივილეგირებულობის პირობას კარნახობდა „საბაზროდ“ წოდებული, სინამდვილეში კი მგლურ-მტაცებლურად ორიენტირებული პოლიტიკური ძალაუფლება, ანუ - სააკაშვილის კორპორაცია. მედია საშუალების მდგომარეობა, ე.ი. „საბაზრო სტატუსი“ სრულად  დამოკიდებული გახდა იმაზე, ვინ ეპატრონებოდა, ე.ი. კორპორაციის რომელი აქციონერისა იქნებოდა იგი. აქ თავიდან გამორჩეულმა  ნაძირალამ -  ოქრუაშვილმა „ივაჟკაცა“, თუმცა მოგვიანებით, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, რაც ხელშეუვალად გაბატონებული სტატუსის მქონე უნდა ყოფილიყო მედია-ბაზარზე,  მას „აახიეს“.

ხოლო რა ემართებოდათ ჯიუტ კონკურენტებს - „იმედი“ და ბადრი პატარკაციშვილის მსხვერპლად შეწირვის ტრაგიკული ისტორია,  სწორედაც „კლასიკური ლიბერასტობის“  ქრესთომატიული ნიმუშია.

რა გვაქვს დღეს?!  ცხადია, ისევ დერეგულირებული ე.წ. თავისუფალი მედია-ბაზარი, სადაც ისევ ის იმარჯვებს, ვინც სინდისისგან ყველაზე მეტად თავისუფალია. ოღონდ - ერთი განსხვავებით: სააკაშვილის კლიენტელური კორპორაცია სახელმწიფო ხელისუფლებას ჩამოშორებულია, თუმცა საბაზრო ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. არც დათმობს, სანამ ბაზრის სამართლიანი რეგულაცია არ მოხდება, ანუ, როგორც ეს მთელს ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული, "თავისუფალი ბაზრის" პერიფერიაზე  არ განიდევნება და არ შეიზღუდება „ჟურნალიტიკა ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე“, ე.ი. უპასუხისმგებლობა და საბოლოო ჯამში -  ინფო-ძალადობა, რაც სხვას არაფერს - მხოლოდ საპასუხო ძალადობასა შობს!

საპატრიარქომ სამართლიანად და სჯულზე დაყრდნობით, შეზღუდა ინფო-მოძალადეთა პარპაში ტაძრების ტერიტორიაზე! მაგრამ ეს საკმარისი არ არის: კანონმა უნდა აღადგინოს ჟურნალისტური აკრედიტაცია, რითაც არა მხოლოდ ტაძრებს, არამედ მთლიანად - საქართველოს ტერიტორიას დაიცავს ამ მოძალადეთა პარპაშისგან!

თუკი არ გვსურს ძალადობა, ეს კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

მე კატეგორიულად ვითხოვ წერიგს! შენ“?

romani მეც ( და, ჩემს ირგვლივ, უმრავლესობა) კატეგორიულად ვარ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ. რაც მეტი აქვთ მათ თავისუფლება, მით ნაკლები გვაქვს იგი ჩვენ - ეს სენტენცია ჩემი არ არის, მაგრამ ზუსტად ასახავს არსებულ მდგომარეობას. ეთიკა და მორალი დათრგუნულია, ცოდნა და კვალიფიკაცია აღარ ფასობს, ჟურნალისტების რიგები ივსება შემთხვევითი, ფულზე დაგეშილი ახალგაზრდებით, რომელთა ყიდვა შეუძლია ნებისმიერ არხს, ვისაც ძლევამოსილი დამფინანსებელი ყავს. ერთადერთი საშუალება, რომ დაარეგულირო ჟურნალისტური საქმიანობა აკრედიტაციაა. სხვას, დასავლეთი არ დაგანებებს, თავად დააწესეს ასეთი განუკითხაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რასაც, როგორც აშშ-ის მაგალითზე ვხედავთ, კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ნებისმიერ ქვეყანა. ნუ ველით ჟურნალისტური კორპუსიდან „გამოფხიზლებას“, ზნეობრივ ამაღლებას, „გონზე მოსვლას“ და ა.შ., ეს ილუზიაა, მგლური კანონებია ამ სფეროში, იშვიათად თუ ვინმე შეძლებს თავი დააღწიოს მას დაუსვრელად. კიდევ ერთი საკითხი - ვინ მიდის სასწავლებლად ამ ფაკულტეტზე. რომელი სოციალური ფენიდან, რა ზნეობრივი მარაგით, რომელი უმაღლესი სასწავლებლები ამზადებენ, ვინ ასწავლის. მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები ხდებიან , ბოლოს და ბოლოს.
3 წლის უკან
Maverick კახელო, რომან მხარს ვუჭერ წესრიგს!
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი სამართლიანი წესრიგის მომხრე ხალხის კონსოლიდაციაა საჭირო. ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით მაინცადამაინც დიდი ინიციატივას ვერ ვატყობ, ხოლო წესიერ საზოგადოებას კი ჯერჯერობით, "სოციალური კაპიტალი" არ ჰყოფნის... ამიტომ გვაქვს ერთგვარი არამყარი წონასწორობა, რაც დიდხანს ვერ გასტანს. სავარაუდოდ, ამ არჩევნების ბოლოს, მაქსიმუმ წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს: ან სამართლიანი წესრიგი, ანდა ლიბერასტული ქაოსი გარდაუვალია.
3 წლის უკან