საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენიდან გამომდინარე, კულუარებში აქტიურად მიდის საუბარი, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე პოსტს დატოვებს, ვინაიდან ამის მომხრეა საქართველოს პარტნიორი ამერიკაც.
For.ge დაინტერესდა, აღნიშნული ინფორმაცია თუ გამართლდა, რამდენად დააზარალებს „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის საშიშროებას, რომ პრმიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს.
„ღარიბაშვილის გადადგომა რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს უნდა და ამას გაიძახიან, პლუს, ამას ემატება ის პარტიული ტელევიზიებიც. მოსახლეობის განწყობაში კი მსგავს ვერაფერს ვამჩნევ. ამერიკა საქართველოს საქმიანობაში ერევა იმდენად, რამდენადაც პარტნიორებს შეუძლიათ ერთმანეთში ისაუბრონ. ამერიკა არ აყენებს და არ ნიშნავს საქართველოში პრემიერ-მინისტრს“, - განუცხადა for.ge.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ „ჭორებზე“ კომენტარის გაკეთება უჭირს.
„თუ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ პოსტი დატოვოს, თან როდის - როდესაც მისი რეიტინგი ძალიან მაღალია, როდესაც მის მიმართ ნდობა მოსახლეობაში ძალიან მაღალია, როდესაც თავად „ქართული ოცნება“ ასეთი პრემიერის პირობებში თამამად გრძნობს თავს და მზად არის ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს, ასეთ პოპულარობის პიკში ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა გადადგას ასეთი ნაბიჯი“, - განუცხადა for.ge-ს ექსპერტმა.
საქართველოს შიდა სამზარეულოში ამერიკის ხელის „ფათურის“ გამო, დავით ქართველიშვილი დასავლელ პარტიორებს საქართველოს ისტორიის გახსენებასაც სთავაზობს.
„ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს პარტნიორობაზე, თანაბარუფლებიანობაზე ჩვენთან, რასაც ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, უბრალოდ, საქართველოს უახლოესი ისტორია უნდა შეისწავლონ. კოლონიზატორი და ვასალის ურთიერთობაზე დაყვანილი პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში ხანგრძლივი არაა და დასაშლელად განწირულია. ასე იყო მეფის რუსეთთან მიმართებაში, როდესაც ეგზარხოსის გუბერნატორი ქედმაღლურად ეპყრობოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ასე იყო საბჭოთა-ბოლშევიკურ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდში, როდესაც საქართველოში ცეკას მეორე მდივანი კარნახობდა მოვლენათა განვითარებას. დღეს არც მეფის რუსეთია და არც საბჭოთა კავშირია, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე, არის და ყოველ წელიწადს მიისწრაფის იმ პატნიორულ თანაბარუფლებიანობისკენ, რასაც დასავლური ოჯახი ჰქვია. თუ ეს ყველაფერი რისკის ქვეშ უნდა დადგეს და თუ ეს ყველაფერი შედის დასავლეთის ინტერესებში, რაშიც ეჭვი მეპარება, მაშინ დასავლეთმა ის ტოტი უნდა მოჭრას, რომელზეც ამიერკავასიის რეგიონში თავადაც ზის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ერთგულია ამერიკასთან და ევროკავშირთან მეგობრულ-პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ ტოტის მოჭრა რატომ უნდა მოინდომოს ან ერთმა, ან მეორემ, ჩემთვის გაუგებარია“, - გვითხრა ექსპერტმა.
კოლეგებისგან განსხვავებული ვერსია აქვს, ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს. ის თვლის, რომ თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პოსტს დატოვებს, „ქართულ ოცნების“ რეიტინგზე ნეგატიურად აისახება.
„ღარიბაშვილის წასვლა მანიშნებელი იქნება იმისა, რომ „ოცნება“ აცნობიერებს სხვადასხვა შეცდომას, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებსაც“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე მოსაზრებით, ამერიკა დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ასევე გაკვირვებულია ღარიბაშვილის საქციელით.
„შეიძლება ღარიბაშვილი გადადგეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ძალაფლებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ დასავლეთი დაინტერესებულია იმით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა საქართველოში დასრულდეს“, - გვითხრა ექსპეტმა.
ანალიტიკოსის თქმით, ამერიკას საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის ხილვა სურს.
„ხალხის არჩევანი იქნება ვინ მოვა ხელისუფლებაში. მათი სურვილი იქნება, რომ არც ერთ პარტიას არ ჰქონდეს ძალაუფლებაზე მონოპოლია. დასავლეთს დაბალანესებული მთავრობა სჭირდება“, - განუცხადა for.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.
ის მაინც თქვიით ხოლმე ..... ნაციონალური პარტიიის მეხოტბე--თქო
ეგ რა ექსპერტია..სად ეგ და სად ყურებიანი ქუდიაო
ეგ ისეთივე ექსპერტია როგორც მე....... ბუდისტი....
დაჟე მე უფრო გავხდები ბუდისტი ვიდრე ეგ როდესმე --ექსპერტი...
შარაშენიძე კიდე ხოოოოოო.....( მიშას მერე მართლა ჩესნად იქცევა) და ეგაააა?...... წავიდეს და ნაცები ახაროს თავის ექსპერტობით
მთავარი.........................„კოლონიზატორი და ვასალის ურთიერთობაზე დაყვანილი პარტნიორობა საქართველოსთან მიმართებაში ხანგრძლივი არაა და დასაშლელად განწირულია“
ჯერ ერთი ჩვენს შორის პარტნიორობა არააა .... ..სინამდვილეში ესააა კოლონიალური დამოკიდებულებააა......უფრო სწორად ვასალური......
ეგენი ჩვენი მეგობრები არ არიან და ვერც იქნებიან---- იმიტომ რომ მაგათ სიტყვა ,,მეგობარი,,-ის,, მნიშვნელობა საერთოდ არ იციან
კოლონია და ვასალი კი ბატონო--- გადასარევად იციან,...... მაგრამ მეგობრობაა?---- მაგათთვის უცხო რამააა.!!!!!.
ეგენი ყველას დამპყრობელის სინდომით ექცევიან . არ შეიძლება რომ დამპყრობელი, დაპყრობილ ქვეყნის მეგობარი იყოს..დაპყრობილი ქვეყანა ყოველთვის მუხლებზე უნდა იყოს დაჩოქილი(როგორც ვასალი) რომ ემანდ თავში დურაკი აზრები არ მოუვიდეს და ,,გულითად მეგობრობაზე,, წიხლი არ უკრან... .
თუ რამე მაყუთს აძლევენ საქართველოს, სინამდვილეში ეგ საქართველოს ,,კრუჩოკზე მოკლეზე დასაბმელადა,, განსაზღვრული, რომ მათგან დავალებულები ვიყოთ და მათთან სუ ვალში ვიყოთ ( შესაბამისი პავედენიით---- რომ სუ დიახ ბატონოვო ვეძახოთ) ...........
და რომ როგორც მოვალეებმა ამ ჩვენ ,,პარტნიორებს,, ყველაფერზე სუ თავი ვუქნიოთ და მათ დაკრულზე ვიაროთ (რასაც გვთხოვენ კიდეც)
და რაც მეტ ვალებში ჩავვარდებით მათ წინაშე, უფრო დედა გვაქვს ნატირები
მაგათ რომ მართლა ჩვენი მეგობრობა უნდოდეთ, საქართველოში სამალიოტიდან ჩამოყრილ ბევრ მილიარდებს, ესე უპრაკუნოდ კი არ გადმოყრიდნენ?
თან ვის აყრიან იმ მილიარდებს----- ან მიშას, ან გრიშას ან არასამთავრობოებს,... ანუ იმ ხალხს ვინც მათ ნებას და დავალებას პირნათლად და კარგად შეასრულებს....
იმ ფულით ეგენი საქართველოს ფეხზე დაყენებას კი არ ფიქრობენ, არამედ ჩვენს უფრო ჭაობში ჩაძირვას....რომ უფრო მორჩილები გავხდეთ,
თორე როგორ, ამდენი ფულით საქართველოს ეკონომიკის პატარაზე ხელის წაკვრა მაინც არ შეიძლებოდაა?/
რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ ეკონომიურად რომ ცოტა ფეზე დავდგეთ და მერე როგორც გამძღარმა კაცმა, მაგათ ცოტა ურჩობა დავუწყოთ, აწყოობთ? ჰოოოდა იმიტომაც ვყევართ ,,მოკლეზე დაბმულები,, რომ ემანდ ,,შორს არ გავიწიოთ,,
ამათ ჩვენდამი დამოკიდებულებაზე აქ ადრე ძაან ბევრი იწერებოდა........რა თქმა უნდა ჩემგანაც .... მით უმეტეს მზე კოლუმბზე ამომდის და ჩამდის...
მოკლედ დღე უკვე ყველამ ყველაფერი დაინახა და მაგა ვაჟკაცობებს ყველაც კარგად ხვდება..აქაურების გარეშეც კარგად უგინებენ კოლუმბს.......
მოკლედ ესენი მეგობრები კი არა ჩვეულებრივი კოლონიზატორები არიან ჩვენთვის, კოლონიზატორები......
ესენიც ჩვეულებრივი ეგზარხოსები და ვორონცოვ--დაშკოვები არიან-----------------არანაირი განსხვავება, მგონი უარესიცაა
ხშირად ვამბობ ხოლმე----ექვსი იმპერია მივქინძეთ და ესენიც მიიქინძებიან მეთქი
ჰოოოდა ესეც იქნება......ბაქრაძემაც ესე დაიბარა დ ლოგიკითაც ესე იქნება