ახალი თამაში ოპოზიციური სპექტრისთვის - „სახლობანა“

ახალი თამაში ოპოზიციური სპექტრისთვის - „სახლობანა“

ოპოზიცია პარლამენტში მთავრობის უნდობლობის პროცედურებს იწყებს - რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლების ოპონენტების მცდელობას, როცა ამისთვის საჭირო 76 ხმა არ აქვს? 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის ისევ ბოიკოტირება ან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ, მათ ქუჩაში მასობრივი აქციების შედეგად მმართველ გუნდში პოზიციის ცვლილების იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ თუკი მოსახლეობა ქუჩაში მასობრივად გამოვა, საფრთხეს თავად მმართველ გუნდშივე იგრძნობენ და მათ ინიციატივას - შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, მხარს დაუჭერენ.

ფრაქციებს შორის კონსულტაციების პროცესი და ოცნება დაწყებულია. თუმცა, საპარლამენტო მანდატების არითმეტიკისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე შეუსრულებელ მისიად გამოიყურება და ოპოზიცია ამ ქცევით მოსახლეობის თვალში ისევ სასაცილო პოზიციაში აღმოჩნდება.

მანდატები ოპონენტებს „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაუთვალა და ინიციატივას პოპულისტური გეგმის ნაწილიც უწოდა. „ლელოს“ წინადადებას უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - სხვებს ნეგატიური პოზიცია აქვთ, ამ მოცემულობით კი უნდობლობის საკითხი რეგისტრაციასაც ვერ გაივლის.

ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელთა ხმებიც უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მნიშვნელოვანია, ამ ბერკეტის გამოყენება, არსებული რეალობის გათვალისწინებით, არასერიოზულია. ინიციატივის ავტორებს კოლეგა ოპოზიციონერებიდან 3 არა აქვთ.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო პროცედურებში ჩართვას ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების ფონზე გეგმავს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „შარლ მიშელის რეფორმირების ჯგუფს“ დავით ბაქრაძეც შეუერთდა.

6-თვიან ბოიკოტზე უარის თქმის შემდეგ, ისევ ამ რეჟიმში დაბრუნებას და 19 აპრილის შეთანხმების დარღვევას „ქართული ოცნება“ ოპოზიციის არათანმიმდევრულობით ხსნის. საპარლამენტო ბოიკოტიც იმ საკითხებს შორისაა, რაზეც პოზიციები საპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებულია. ბოიკოტის მსგავსად სხვადასხვა მხარეს რჩებიან პარტიები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ნაწილშიც.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, „რამდენიმე პარტიამ და ჯგუფმა ითხოვა დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“ და ამ დღეებში გახდება ცნობილი, გროვდება თუ არა საჭირო რაოდენობის ხმები საკითხის ინიცირებისთვის.

საქართველოს კონსტიტუცია კი შემდეგს ამბობს: 57-ე მუხლის თანახმად, პარლამენტში მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს მინუმუმ 50 დეპუტატს. საკითხის ინიციატორ საპარლამენტო ჯგუფს მოეთხოვება ასევე:

პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელება;

პრემიერობის კანდიდატმა, თავის მხრივ, პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

პარლამენტი უშუალოდ უნდობლობის საკითხს ვერ უყრის კენჭს. კენჭისყრაზე დგება მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. თუკი ახალ მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატი დაუჭერს მხარს, მოქმედი მთავრობის მიმართ უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. პარლამენტში მანდატების დანაწილების სქემას თუ გადავხედავთ,

უნდობლობის საკითხის აღძვრის მხარდამჭერი სამი ფრაქციის ხელთ არსებული რესურსი ამჟამად 50 მანდატზე ნაკლებია.

76 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზების საშუალება, ამ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს. ამიტომაც კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციის დაწყებული მცდელობა თავშივე წაგებულია მისიაა.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კოლეგების მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადება ქვეყანას ახალ პოლიიტკურ კრიზისში შეიყვანს. სამნიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პირიქით, ოპოზიციამ ახლა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რათა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს. მისი აზრით, მეორე ბერკეტი, რომ მთავრობას 50-მდე დეპუტატმა უნდობლობა გამოუცხადოს, არსებობს, თუმცა ეს საკმაოდ წარუმატებელი ქმედება იქნება, რომელიც ისევ ოპოზიციას დააზიანებს.

„ოპოზიციის ხელში რამდენიმე ქმედითი ინსტრუმენტია და ერთ-ერთი მათგანი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელსაც 30 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. 5 ივლისს განვითარებული პროცესების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მას შემდეგ დავაინიცირებთ, რაც სხვა კოლეგებთან ამ საკითხზე მსჯელობა მექნება.

მეორე არის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ეს არის „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელოს“ ერთობლივი ინიციატივა, რომ უნდობლობის პროცედურა დავიწყოთ. ეს არ არის ცარიელი ნაბიჯი, ეს არის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ და შეიძლება წარმატებული არ იყოს, მაგრამ თუ ყველა ინსტრუმენტზე ვიფიქრებთ, რომ ჩვენ უმრავლესობაში არ ვართ და რა აზრი აქვს, მაშინ ნიშნავს, რომ პარლამენტში არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ურთულესი პროცესი, რადგანაც ოპოზიცია პრემიერზე და მთავრობის ერთობლივ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდეს.

კი ბატონო, შესაძლოა, ეს ინიციატივა სკეპტიკურად გამოიყურება, მაგრამ უნდობლობის პროცესის დაწყება სასარგებლო იქნებოდა, რადგანაც საზოგადოება დაინახავდა, რომ ჩვენ კოალიციურად რაღაცაზე შეთანხმება შეგვიძლია. ანუ კოალიციური მთავრობა თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ამ კონსესუსამდე მივალთ“, - ამბობს სამნიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის მეთაურის ვინაობას და იქნება თუ არა ის ამ სამი ფრაქციიდან წარმოდგენილი, სამნიძე ამბობს, რომ არა, რადგან პრემიერობის კანდიდატი ტექნიკური ტიპის ფიგურა უნდა იყოს. ან არასამთავრობო სექტორიდან, ან კონკრეტულ სფეროში მცოდნე და ავტორიტეტი უნდა იყოს, ხოლო მინისტრთა კაბინეტი შეიძლება სხვადასხვა პარტიებიდან იყოს შერეული. ეს ტექნიკური მთავრობა არჩევნებს მოამზადებს და მას საერთო ძალებით გაუძღვებიან.

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესს არანაირი შედეგი არ მოჰყვება. სამაგიეროდ კი, მთავრობის პორტფელების განაწილებაზე და პრემიერის კანდიდატურის შერჩევაზე კინკლაობა ოპოზიციას ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდებს. იოსელიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ყველაფერი „სახლობანას“ თამაშს დაემსგავსება და ხალხის თვალში კიდევ უფრო სასაცილოები გახდებიან, ამიტომ ამ პროცესებში თავად მონაწილეობას არ მიიღებს.

„უნდობლობის პროცედურის დაწყებას რა აზრი აქვს, როცა ვიცით, რომ ამას შედეგი არ ექნება. სამაგიეროდ, სრულიად ტყუილად უნდა დავსხდეთ ოპოზიცია და რიგი პროცესების შედეგად მინისტრების პორტფელების განაწილება დავიწყოთ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე რომ კონსულტაციები შედგეს, ძალიან სასაცილო იქნება და ხალხის თვალში ოპოზიცია კიდევ უფრო დაკნინებული ფორმით გამოჩნდება. ეს იქნება „სახლობანას“ თამაში, რომელიც არაფერ შედეგს არ იძლევა. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი, როცა ოპოზიციას მერობის კანდიდატზე არანაირი შეჯერებული პოზიცია არ აქვს“, - ამბობს for.ge-სთან იოსელიანი.

მისივე თქმით, ჯერ შესათანხმებელი თვითმმართველობის არჩევნები და კანდიდატებია, ხოლო როცა ამაზე ვერ თანხმდებიან არარსებულ მთავრობაზე და პრემიერზე როგორ უნდა შეთანხმდნენ. თანაც ამით „ოცნებას“ კიდევ ერთხელ მიეცემა იმის საშუალება, რომ ოპოზიციას დასცინოს და აბუჩად აიგდოს.

იოსელიანისგან განსხვავებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი და დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად საკმარისი ხმა არ ექნებათ, ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა. ამით იმ პარტიების ლუსტრაცია მოხდება, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები უნდა და ვისაც არ უნდა.

მანჯგალაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ თუ ქუჩაში პროტესტი იქნება, იმის ალბათობაც გაჩნდება, რომ უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმაც სწორედ ხალხის განწყობის შესაბამისად მისცენ ხმა და მთავრობის გადაყენება შეძლონ.

„პროცედურის დაწყებისთვის საკმარისია პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა. შესაბამისად, სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციები გვაქვს და უახლოეს დღეებში ზუსტად გვეცოდინება ამ პროცესის დაწყებისთვის საკმარისი ხმები გვექნება თუ არა. თუ საკმარისი ხმა არ გვექნება, ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა და გავიგებთ რეალურად ქვეყანაში ცვლილებები რომელ პარტიას უნდა ან არ უნდა.

არსებობს პრაქტიკა სხვა ქვეყნების, როცა არის ქუჩის პროტესტი, ხელისუფლებაში იცვლება არსებული რეალობა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აძლევენ ხმას ხალხის განწყობის სასარგებლოდ. თუ ქუჩაში იქნება ხალხის ის რაოდენობა, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს ხელისუფლების ცალკეულ წევრებს, ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ თუ ქუჩაში ხალხი არ გამოვა, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, უცბად უმცირესობად არ გარდაიქმნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ for.ge-სთან.

მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენებას აბსოლუტურ აბსურდად მიიჩნევს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, მთავრობას უნდობლობას უმრავლესობა უცხადებს, ხოლო მოქმედ მთავრობას უმრავლესობის ნდობა გააჩნია და აზრის შეცვლას არავინ აპირებს. პაპუაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნასთან არაფერ კავშირშია, რადგან დიდი ხანია ოპოზიციას არა თუ ღარიბაშვილის გადადგომა, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა სურს. ამიტომ ამისთვის ნებისმიერ მიზეზს და საბაბს იყენებს. ხოლო ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა 19 აპრილის შეთანხმების და შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების დაღვევა იქნება.

„ოპოზიცია ნებისმიერ მიზეზს და საბაბს იყენებს, რათა მთავრობა და პარლამენტი აჯანჯღაროს. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას შეძლებს. ალბათ, კანონსაც რომ გადახედონ, ცუდი არ იქნება, რადგან მთავრობის გადაყენებას 76 ხმა სჭირდება. ოპოზიციას კი ამის რესურსი არ აქვს. ვისი იმედი აქვთ - უმრავლესობის? უმრავლესობამ მთავრობას ნდობა უკვე გამოუცხადა და პოზიციის ცვლილებას არავინ აპირებს.

ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვა, 19 აპრილის შეთანხების დარღვევა იქნება. რაც შეეხება სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას, იქნება ეს უნდობლობის პროცედურა თუ სხვა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ და სასაცილო მდგომარეობაში თავს კიდევ ერთხელ ჩაიგდებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა for.ge-სთან.

 

Aburjga Tasmanieli მივმართავ დავით კუტალაძეს!
დავით, ეს კაცი მოკლეს დასავლეთის სპეცსამსახურების შაბლონის მიხედვით შემუშავებული გეგმით! მსხვერპლი სჭირდებოდათ ხალხის გრძნობებზე ზემოქმედებისათვის, რომ მორიგი არეულობა მოეწყოთ და მორიგი შეტევა საზოგადოების ნორმალურ ნაწილზე, მორიგი გააფთრებული შეტევა ეკლესიაზე და მედიის სრული რევანში ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაზე, რომლის წევრიც შენ ხარ და რომელმაც არ დაუშვა 5 ივლისს გეი აღლუმი (?!) ანუ ლგბტ საზოგადოების მიერ ქართული ტრადიციული მორალისა და ეთიკის დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელვა! ამიტომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეკომენდაციით ანტისახელმწიფოებრივი მედიების ბოსებმა ამოარჩიეს - შეარჩიეს ნარკოდამოკიდებული ანუ მოწყვლადი, შედარებით სიმპათიური ადამიანი. მათ იცოდნენ რა მისი სისუსტე ნარკოტიკების მიმართ. როგორც ვითომდაც კომპენსაცია 5 ივლისს მისი გმირული ბრძოლისა მედიაკორპორაციული ინტერესებისათვის, მისცეს პრემია ანუ საკმარისზე მეტი ფული, იმდენი რაც მანამდე არ ჰქონია, რაღა თქმა უნდა რაღაც ბიძგიც მისცეს, „ნაკოლი“ - მისამართი სადაც უპრობლემოდ შეძლებდა ნარკოტიკის აღებას, შეიძლება ეს მისამართი თითონაც კარგად იცოდა! ამის შემდეგ რადგან ფული ჰქონდა ამ საბრალო კაცმა -ზვარაკმა იმოქმედა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, წავიდა და შეიძინა იმდენი ნარკოტიკი, რამდენი ბატალიონსაც ეყოფოდა. მიიღო რა რამდენჯერმე გაძლიერებული დოზა, დაკარგა რეალობის შეგრძნება და კაიფში გაიპარა, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე! აი ეს იყო რევანშს მოწყურებული ლიბერალური მედიის ბოსების გათვლა. შეიქმნა რეალობა, ნაცემი კაცი გარდაიცვალა ანუ ის ცემის გამო მოკვდა!!! და არ დაახანა, კაცი გაციებული არ იყო, რომ აბღავლდა ლიბერალური მედია " ჩვენი ლექსო, ჩვენი ჟურნალისტი ეკლესიის მოწოდებით მოძალადეებმა რომ გალახეს 5 ივლისს, ცემით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალააა! მოკლეს, მოკლეს ჯალათმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეშმაკის მსახურმა მღვდლებმა! არაფერი ექსპერტიზა ამას არ უნდა, ეს ისედაც ცხადია! მორჩა ჩვენ ვთქვით, რადგან ვთქვით "ზნჩიტ" ასეა საჭიროვო!“ გაუთავებლად გაჰკიოდნენ ოფოფი გვარამია და უტუხი ინგა! და ბევრი სხვა უცხო ქვეყნებისაგან დაფინანსებული აგენტები- მეგრანტეეების ასოციაცია, ლგბტ, ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია და კიდევ იმათი ნათესავ მეგობრები, ასევე ბევრი გულუბრყვილო გამოტვინებული! მიზანი მიღწეული იქნა. დასავლეთის სპეცსამსახურების მოწყობილი ამ საზიზღარი პროვოკაციის შედეგად საქართველოში დაიწყო მორიგი პოლიტიკურ კრიზისი, გაქაჩვა, ღრენა, ფურთხება, ცემა. თავგასული მედია კიდევ ერთხელ გადავიდა ეკლესიის და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო იერიშზე! სახელმწიფოსთან მებრძოლმა და გარყვნილთა მხარდამჭერმა მედიამ ითავა კონფრონტაციის ორგანიზება. მათ სიამოვნებით შეუერთდნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები გაერთიანებულნი მოთხოვნით დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადადგეს პატრიოტულად მოაზროვნე ღარიბაშვილი და ქართული ოცნების მთავრობა! ამ კრიზისის შემოქმედმა დასავლეთმა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აჩვენა, რომ თუ კიდევ გაბედავენ და არ განახორციელებენ მათ უზნეო თუ უაზრო მოთხოვნებს "მაიდანი" - დამხობა არ ასცედებათ, განა მარტო „მაიდანი“ მერე კიდევ უარესიც მოელით, როცა მათ უკვე საკნებში მიაკითხავენ გეი აქტივისტები!
ასე რომ დავით, გაუძელი. უმრავლესობამ ყველაფერი ვიცით, კი კაცი შემოგელახა, მაგრამ არავითარი მკვლელი შენ არ ხარ! ამ ერთი ქართველი ადამიანის უშუალო მკვლელი არის ის ლიბერალური ჭირი რომელიც საქართველოს შეეყარა და რომლისგან განკურნების წამალი დღისით- მზისით სანთლით საძებარი გაგვიხდა!
3 წლის უკან
trampi რაო ჩოპრა ..........ფანდარასტი კოლუმბი არც შენ გიყვაარს?????
ჰოოოდა იმიტომაც არ გიშვებენ მაგ გურიიიდან
შეიყვარე ელგბტ--ეეები და პირველი კაცი იქნები
მე უკვე ვფიქრობ მაგ თემაზე-------....გაააჩნია რამდენს გადამიხდიან....
.თუ ასი ათასს გადაახტება დავფიქრდები(ვალებსაც გადავიხდი და მეც ხეირში დავრჩები)) .....
ჰოოოდა მაჭანკალს ვეძებ მაგათგან, მაჭანკალს
3 წლის უკან