დიდი ტრაგედიით სპეკულირება და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი გეგმები - როგორც ჩანს, გარდაცვლილი ახალგაზრდის ხარჯზე, მათ ქვეყანა ისევ 7 თვის წინანდელ კრიზისისკენ მიჰყავთ. ოპოზიცია ნაცად ხერხებს იყენებს - პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებით, ხმაურით, ყვირილით და დესტრუქციით „ტვ პირველის“ ოპოერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი პოლიტიკურ დახლზე სავაჭროდ გამოიტანეს.
ოპოზიციამ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო და სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, თითქოს „ქვეყანაში შექმნილი კრიზისის“ განსამუხტად.
„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლების გადადგომას და გარდამავალი მთავრობის შექმნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქცია უმართავ პროცესებზე საუბრობს. ისინი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ და პარლამენტის ისევ ბოიკოტირებას არ გამორიცხავენ.
ანალიტიკოსები კი ოპოზიციის ამ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ 7 თვის განმავლობაში მათ ვერაფერი ისწავლეს - ვერ მიხვდნენ, რომ საზოგადოებას ქუჩა, არეულობა და დაპირისპირება არ უნდა.
„ლელოს“ წევრები ამბობენ, რომ უნდა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის და პროცედურის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ 50-მა დეპუტატმა ხელი უნდა მოაწეროს ამ წინადადებას და შეთავაზებას, ამის შემდეგ კი უკვე უნდა წარადგინონ ტექნიკური და გარდამავალი მთავრობა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან და მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად.
„ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, უნდა იქნას დამტკიცებული ტექნიკური მთავრობა, სადაც ოპოზიციაც იქნება გაერთიანებული, რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ. ამ ქვეყანას ჩვენ დავკარგავთ ასეთი მდგომარეობით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ პიკეტირება იძლევა საშუალებას, რათა „ქართული ოცნება“ დაარწმუნონ, ვიდრე მთავრობისადმი უნდობლობის საკითხს არ განიხილავენ, სხვა თემების განხილვა არ მოხდება.
„გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის, რომ ჩვენ დავითხოვოთ ეს მთავრობა. ამავდროულად, გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა, რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე, რომ მან შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება, გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება, სამწუხაროდ, უკონტროლო პროცესები, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა, სწორედ წინ აღვუდგეთ ასეთი უკონტროლო პოზიციების განვითარებას.
ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური არის ძალადობა უსუსურ ადამიანებზე, მათი ფეხქვეშ გაგდება, შეურაცხყოფა, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, რომ ეს არ აღკვეთეს, მათი პირიდან ქრისტიანობაზე ლაპარაკი არის ფარისევლობა. მათ, ვისაც ევალებოდა ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის და ეკლესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებენ.
„ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ფარისევლური ყალბი პარლამენტი, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და არავის არ უნდა, რომ პასუხი მოსთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს.
ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესი, ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს - ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ლელოს“ ინიციატივა ცოტა გაუგებარია, რადგანაც მთავრობის უნდობლობის გამოსაცხადებლად მართალია, 50 დეპუტატია საჭირო, მაგრამ მის გადასაყენებლად 76 ხმაა აუცილებელი. ანუ ამ პროცედურაში მაინც ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ექნება. ამიტომ გაუგებარია მათი ინიციატივა რა მიზანს ემსახურება. მასე „ოცნებას“ ხელისუფლების გადაყენება რომ უნდოდეს, პრემიერი ღარიბაშვილი გადადგებოდა და მთავრობაც მიჰყვებოდა. თუმცა ამას მმართველი გუნდი არჩევნებამდე სამი თვით ადრე რატომ გააკეთებს, ეს ხომ არც ერთ პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. ძაბირაძისთვის ასევე გაუგებარია მედიის წარმომადგენლების განცხადებები და პრემიერის გადადგომის მოთხოვნა, თანაც ულტიმატუმის ენით. ამით ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევენ, რომ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებაში დაადანაშაულონ.
„უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადება ვერ მოხდება. „ლელოს“ ინიციატივა პირველ რიგში, მმართველ გუნდთან შეთანხმებული უნდა იყოს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ ისევ პარლამენტის ბოიკოტირება მოხდეს, კვლავ 7 თვის უკანდელ სიტუაციაში დაგვაბრუნებს და ვერც ვერაფერს მივიღებთ. ამ ოპოზიციამ ვერა და ვერ შეიგნო, რომ ხალხს ქუჩა, არეულობა, დაპირისპირება, პარლამენტის ბოიკოტირება და ასე შემდეგ არ უნდა. ამიტომაც იგივე წრეზე წასვლა არაფერს მოუტანთ. საკუთარი შეცდომებიდან ვერ სწავლობენ. კი ბატონო, შეუძლიათ გადავიდნენ ისევ ამ რეჟიმში, მაგრამ აქედან რას მიიღებენ? დასავლეთისთვის ეს ბოიკოტი მიუღებელია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ისევ არ ექნებათ. ხალხი ქუჩაში არ გამოდის, არ უნდა არეულობა და აჰა, ისევ იგივე წრეზე იარონ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მოახრეხებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომის გამოყენებას და ხალხის ქუჩაში გამოყვანას, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს რეალობას მოკლებული ფაქტია და მსგავსი რამ არ მოხდება. კითხვაზე - მაშინ რა უნდა ქნან ოპოზიციამ და მედიის წარმომადგენლებმა, როცა 53 ჟურნალისტია ნაცემი და მათი დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მიეცა იმის საბაბი, რომ პარლამენტის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდეს? - ძაბირაძე პასუხობს, რომ ოპოზიციამ გათვლა ხვალინდელ და ზეგინდელ შედეგზე კი არ უნდა გააკეთოს, ოქტომბრის არჩევნებზე უნდა იფიქროს. პროცესი კი არ უნდა მიუშვან, არამედ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შექმნან. ყველა საკანონმდებლო პროცედურები გამოიყენონ. საერთაშორისო დამკვირვებლები საქმეში ჩართონ და პროცესისადმი მაღალი მხარდაჭერა მოიპოვონ.
„მოსახლეობას დაძაბულობა, აგრესია, ჩხუბი, ქვეყნის დაქცევა და გაუბედურება არ უნდა. ვერ გაიგო ამ ოპოზიციამ, რომ ჩვენი მოქალაქეების შეხედულებები შეიცვალა. კი ბატონო, ქუჩაში გამოსულმა რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც კარგად მართულები იყვნენ, ჟურნალისტები ცემეს, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს პროცესები არ უნდა. ამიტომ არის, რომ ხალხი არ გამოდის. მერე ამ მხარდაჭერას უაზრო ქცევებით და არაადეკვატური განცხადებებით ფლანგავენ. ხალხი სტაბილურობას და არასტაბილურობას შორის არჩევანს აკეთებს.
ცალკე კიდევ რა უბედურებაა, როცა ჟურნალისტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. რაც შეეხება პრემიერის განცახდებას, რომ არ გადადგება, რა გასაკვირია? ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის. ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მხოლოდ ძალაუფლების დაბრუნება და შენარჩუნება უნდა. აბა რას იტყვის ახლა ღარიბაშვილი - მაპატიეთ, ბოდიში და მივდივარ თქვენ მობრძანდითო? თავად ხელისუფლებაში რომ იყვნენ რას იზამდნენ? ამ ყველაფრის ანალიზს ხალხი კარგად აკეთებს და მათ ტყუილად ნუ დაემდურებიან“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ დესტრუქციული ქმედებები და ქვეყნის არეულობა ჩაიფიქრა. ამ ყველაფერში კი მათ ხელს „ლელო“ უწყობს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ისევ იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. კვლავ ხალხის ნაკლები მხარდაჭერა და საკუთარი გეგმების ჩამოშლა ექნებათ. ისინი ისევ წარსულის სცენარებს იმეორებენ. „ნაციონალებმა“ პარლამენტის რამდენიმე წუთით ბოიკოტირება და მუშაობის შეფერხება შეძლეს, ხოლო სააკაშვილი იქიდან კვლავ მოუწოდებს, რომ კარგად მიაწვნენ.
„საზოგადოებიდან ისმის შეკითხვა, მაშ რატომღა უნდა შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მას არღვევს და თვალთმაქცობს? მმართველი პარტია ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. აქ სხვა მომენტია, რადგან ტექნიკური მთავრობის ინიცირებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება და უნდობლობის გამოცხადებას 75 დეპუტატი უნდა. ეს კი „ნაციონალებს“ არა აქვთ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს რაღაცა რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლების შეცვლა შეუძლიათ. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწლი, რომელიც ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ისმენს, ამ პოლიტიკური ჯგუფების გარშემო არ გაერთიანდებიან. ყვირილით და აგრესიით დაიცლებიან. ნახავენ, რომ საზოგადოება გარეთ არ გამოდის და დაიშლებიან. სხვა მეტი არანაირი რესურსი არა აქვთ. ესაა მათი წინასაარჩევნო ქმედებები, ხოლო ახტომის, ყვირილის და კივილის მეტი არაფერი არ შეუძლიათ“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ რწმუნდება, რომ ეს დესტრუქცია მათ სასარგებლოდ არ სრულდება. პირიქით, მორიგი მსგავსი მცდელობის დროს მხარდამჭერებს კარგავენ. ანალიტიკოსის განცხადებით, აუცილებელია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდეს და ექსპერტიზამ თქვას, რა არის ამ დიდი ტრაგედიის მიზეზი. თუმცა, როცა ოპოზიცია ამ დასკვნას არ უცდის, გამოდის, რომ ნაცოპოზიცია დაღუპულთა სახელებით ვაჭრობს. ეს კი ძალიან დასანანი ფაქტია, რადგანაც ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება დაუშვებელია. უბრალოდ, გარდაცვლილი ადამიანის სახელით დესტრუქციული ძალა არ უნდა სპეკულირებდეს.
დავით, ეს კაცი მოკლეს დასავლეთის სპეცსამსახურების შაბლონის მიხედვით შემუშავებული გეგმით! მსხვერპლი სჭირდებოდათ ხალხის გრძნობებზე ზემოქმედებისათვის, რომ მორიგი არეულობა მოეწყოთ და მორიგი შეტევა საზოგადოების ნორმალურ ნაწილზე, მორიგი გააფთრებული შეტევა ეკლესიაზე და მედიის სრული რევანში ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაზე, რომლის წევრიც შენ ხარ და რომელმაც არ დაუშვა 5 ივლისს გეი აღლუმი (?!) ანუ ლგბტ საზოგადოების მიერ ქართული ტრადიციული მორალისა და ეთიკის დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელვა! ამიტომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეკომენდაციით ანტისახელმწიფოებრივი მედიების ბოსებმა ამოარჩიეს - შეარჩიეს ნარკოდამოკიდებული ანუ მოწყვლადი, შედარებით სიმპათიური ადამიანი. მათ იცოდნენ რა მისი სისუსტე ნარკოტიკების მიმართ. როგორც ვითომდაც კომპენსაცია 5 ივლისს მისი გმირული ბრძოლისა მედიაკორპორაციული ინტერესებისათვის, მისცეს პრემია ანუ საკმარისზე მეტი ფული, იმდენი რაც მანამდე არ ჰქონია, რაღა თქმა უნდა რაღაც ბიძგიც მისცეს, „ნაკოლი“ - მისამართი სადაც უპრობლემოდ შეძლებდა ნარკოტიკის აღებას, შეიძლება ეს მისამართი თითონაც კარგად იცოდა! ამის შემდეგ რადგან ფული ჰქონდა ამ საბრალო კაცმა -ზვარაკმა იმოქმედა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, წავიდა და შეიძინა იმდენი ნარკოტიკი, რამდენი ბატალიონსაც ეყოფოდა. მიიღო რა რამდენჯერმე გაძლიერებული დოზა, დაკარგა რეალობის შეგრძნება და კაიფში გაიპარა, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე! აი ეს იყო რევანშს მოწყურებული ლიბერალური მედიის ბოსების გათვლა. შეიქმნა რეალობა, ნაცემი კაცი გარდაიცვალა ანუ ის ცემის გამო მოკვდა!!! და არ დაახანა, კაცი გაციებული არ იყო, რომ აბღავლდა ლიბერალური მედია " ჩვენი ლექსო, ჩვენი ჟურნალისტი ეკლესიის მოწოდებით მოძალადეებმა რომ გალახეს 5 ივლისს, ცემით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალააა! მოკლეს, მოკლეს ჯალათმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეშმაკის მსახურმა მღვდლებმა! არაფერი ექსპერტიზა ამას არ უნდა, ეს ისედაც ცხადია! მორჩა ჩვენ ვთქვით, რადგან ვთქვით "ზნჩიტ" ასეა საჭიროვო!“ გაუთავებლად გაჰკიოდნენ ოფოფი გვარამია და უტუხი ინგა! და ბევრი სხვა უცხო ქვეყნებისაგან დაფინანსებული აგენტები- მეგრანტეეების ასოციაცია, ლგბტ, ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია და კიდევ იმათი ნათესავ მეგობრები, ასევე ბევრი გულუბრყვილო გამოტვინებული! მიზანი მიღწეული იქნა. დასავლეთის სპეცსამსახურების მოწყობილი ამ საზიზღარი პროვოკაციის შედეგად საქართველოში დაიწყო მორიგი პოლიტიკურ კრიზისი, გაქაჩვა, ღრენა, ფურთხება, ცემა. თავგასული მედია კიდევ ერთხელ გადავიდა ეკლესიის და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო იერიშზე! სახელმწიფოსთან მებრძოლმა და გარყვნილთა მხარდამჭერმა მედიამ ითავა კონფრონტაციის ორგანიზება. მათ სიამოვნებით შეუერთდნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები გაერთიანებულნი მოთხოვნით დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადადგეს პატრიოტულად მოაზროვნე ღარიბაშვილი და ქართული ოცნების მთავრობა! ამ კრიზისის შემოქმედმა დასავლეთმა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აჩვენა, რომ თუ კიდევ გაბედავენ და არ განახორციელებენ მათ უზნეო თუ უაზრო მოთხოვნებს "მაიდანი" - დამხობა არ ასცედებათ, განა მარტო „მაიდანი“ მერე კიდევ უარესიც მოელით, როცა მათ უკვე საკნებში მიაკითხავენ გეი აქტივისტები!
ასე რომ დავით, გაუძელი. უმრავლესობამ ყველაფერი ვიცით, კი კაცი შემოგელახა, მაგრამ არავითარი მკვლელი შენ არ ხარ! ამ ერთი ქართველი ადამიანის უშუალო მკვლელი არის ის ლიბერალური ჭირი რომელიც საქართველოს შეეყარა და რომლისგან განკურნების წამალი დღისით- მზისით სანთლით საძებარი გაგვიხდა!