ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2013“ -ის ფარგლებში საცეცხლე მომზადება მიმდინარეობს.
ერთობლივ წვრთნებში აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი მონაწილეობს.
საცეცხლე მომზადება ორ დღეს გაგრძელდება და ქართველი და ამერიკელი სამხედროები სხვადასხვა ტიპის და კალიბრის იარაღებიდან სროლის ტექნიკას დაეუფლებიან.
პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარეობს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, დაზგის ავტომატური ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან.
სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეების დაზიანების ხარისხის მიხედვით, სამხედროები შესაბამის ქულებს იღებენ, რაც ჯარისკაცების შეფასებაში აისახება.
საცეცხლე მომზადების შემდეგ იგეგმება ტაქტიკური სწავლებები, რომელიც ერთობლივი ქართულ-ამერიკული შემაჯამებელი წვრთნით დასრულდება. ტაქტიკური სწავლებების დროს სამხედროები ისე