ენერგეტიკოსები ნამოხვანჰესზე პრემიერის უპრეცენდენტო გადაწვეტილებას აფასებენ - „დროულია, მაგრამ ადვილი არ იქნება“

ენერგეტიკოსები ნამოხვანჰესზე პრემიერის უპრეცენდენტო გადაწვეტილებას აფასებენ - „დროულია, მაგრამ ადვილი არ იქნება“

ნამოხვანჰესზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოგვიანებით ენერგეტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათთვის მთავრობის მეთაურის პოზიცია მისაღებია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ყველა მხარისთვის მისაღები პირობების შეთანხმება, ძველი სათქმელია. ჰესი რომ უნდა აშენდეს, ეს უდავოა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა მარტივი არ იქნება.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით და პრინციპულად აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება.

„ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს - ეს ერთი. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, დავითანხმებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ წამოვიყვანოთ ის და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ნამახვანჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტის უსაფრთხოებაზე გააკეთა აქცენტი კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ მის უსაფრთხოებაში ყველა არ დარწმუნდება.

„დაახლოებით 12 თვე გვაქვს ჩვენ ყველას, ვიდრე შესაძლებელი გახდება კაშხლის მშენებლობა. ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. 15-მდე საექსპერტო ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც ჩვენ გვქონდა 1 თვის წინ გამოქვეყენებული. ველოდებით მათ, რომ ვნახოთ, რა აღმოაჩნეს ამ კვლევებში ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ჰესი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება.

„მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება“, - აღნიშნა თურნავამ.

ენერგეტიკოსები პრემიერის განცხადებას მართალია იწონებენ, თუმცა ხელშეკრულების პირობების შეცვლა ასე მარტივი მაინც არ იქნება. ენრგეტიკოსმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რეზო არველაძემ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირებისას სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებთან ხელშეკრულებების ფორმებსა და პირობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები მხოლოდ ორივე მხარის შეთანხმების შედეგადაა შესაძლებელი.

„ნამოხვანჰესის პროექტი შემდეგი სისტემით შენდება - მშენებლობა, ოპერირება და ფლობა. ანუ აშენებ, ექსპლუატაციას უწევ და შენი საკუთრებაა, თურქი იქნება ამერიკელი თუ ჩეხი, არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს არსებობს უფრო ხელსაყრელი მოდელი, მაგალითად, თურქებმა თავისი გენერაციის დიდი ნაწილი შემდეგი სქემით განავითარეს, რომელიც მსოფლიოში უფრო მიღებულია, ეს არის - მშენებლობა, ოპერირება და გადაცემა, რომელსაც გარანტირებული შესყიდვის ტარიფით გაძლევს ქვეყანა. თურქეთში ეს პერიოდი 15 წელია და ისეთი ტარიფია მიღებული, რომ ამ დროში ინვესტორი ჩადებულს ფულსაც ამოიღებს, ბანკის კრედიტსაც დაფარავს და კარგ მოგებასაც ნახავს. გარკვეული წლების შემდეგ კი, ეს ელექტროსადგური სახელმწიფოს უნდა ჩააბარო.

მსგავსი პროექტი, რომელიც ჩვენთან ამ სქემით ხორციელდება, არის „ნენსკრა“ და მისი ვადა 35 წლამდეა გაგრძელებული. აქ 15-20-წლიანი პერიოდში რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, კარგი იქნებოდა.

ნამოხვანჰესის შეთახმებაში წერია, რომ ცვლილება მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით შეიძლება მოხდეს. თუ ინვესტორი არ დათანხმდა, რომც იძახონ, ასე გავაკეთებო, არ გამოვა. ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლის უფლება სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მაშინ უზარმაზარი ჯარიმების გადახდა მოუწევს. ინვესტორი თუ დათანხმდება, რომ მშენებლობა-ოპერირება-ფლობა შეიცვალოს მშენებლობა-ოპერირება-გადაცემით, ეს უკვე იქნება საკითხის გადაწყვეტა“, - განმარტა ენერგეტიკოსმა არველაძემ.

პროექტში ცვლილების მომხრეა ენერგეტიკოსი გია არაბიძე, მაგრამ ისე უნდა მოხდეს, რომ არც ეკონომიკას შეექმნას პრობლემა და არც ეკოლოგიას. საბოლოო ჯამში, ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ შენიშვნები მაქსიმალურად უნდა იქნას გაზიარებული როგორც ინვესტორის, ასევე მთავრობის მხრიდან.

„ნამოხვანჰესის შეჩერება იქნება მძიმე, კატასტროფულიც კი, საქართველოს ენერგეტიკისთვის. პროექტი თუ არ ვარგა, უნდა გასწორდეს, მაგრამ არ უნდა იყოს საუბარი ჰესის მშენებლობის გაჩერებაზე. ეკონომიკას და ეკოლოგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას პროექტი მემკვიდრეობით დახვდა, პოლიტიკურ ელფერს შეიცავს და ამ მხრივ ვერ შევაფასებ, თუმცა მან აქცენტი სწორად დასვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა 800-მილიონიანი პროექტი არ გაჩერდეს.

ნამოხვანჰესის მშენებლობის ჩაშლით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს კატასტროფა ელოდება. ამიტომ პროექტი უნდა გაკეთილშობილდეს, გადაიხედოს მისი იურიდიული ნაწილი, ეკონომიკური სარგებელი და ეკოლოგიური რისკები, ამის საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის იქნება დიდი პრობლემა“, - განაცხადა არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნაა, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა.

Katana წარმოუდგენელია, ნორმალურ მდგომარეობაში მყოფმა რომელიმე სუვერენულმა სახელმწიფომ ასეთ კაბალურ პირობებზე მოუწეროს ხელი უცხოელ ინვესტორს!!!
ასეთ პირობებზე მხოლოდ ომში დამარცხებულმა ქვეყანამ შეიძლება მოაწეროს ხელი გამარჯვებულ ქვეყანასთან... მაგრამ იმას რეპარაცია ჰქვია და გასაგებია.
3 წლის უკან
Serapina აბა პატივცემულო, ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ გედავებოდით თქვენ და არიჩოპრას(სვანებთან სახმალაოდ არ ჩამოსულან ინვესტორებიო) ამ ჰესების საკითხზე...თუ სწორად მახსოვს ნენსკრა ჰესზე იყო მაშინ საუბარი.
იმას კი არ გედავებოდით რომ ეს არასაჭირო იყო... მე, ამ საქმის ექპერტი არ ვარ და ცხადია ვერანაირ არგუმენტს ვერ მოვიყვანდი მაშინ და ვერც დღეს... გარდა ერთისა, რომ ინვესტორს მოელაპარაკება და გაურგდება ერთი(ხელისუფლებაში მყოფი, ან შენიღბული და ვითომ არასახელისუფლებო) ჯგუფი ადამიანებისა... დავაკონკრეტებ 25 დან 55 წლამდე მრავალმხრივ აქტიური მამრები... მეტი დაკონკრეტება არ გვინდა! ჰოდა, სულ სანთლით ნაძებნი, ამ დროს ეკონომიკის ანა-ბანას არმცოდნე, თან უტიფარი მამრის ტვინში მარტო კაბალური კი არა, შტერული და უკონტროლო აზრები იხარშება... ჰოდა, ეს იყო და რჩება ჩემს ერთადერთ არგუმენტად... თორემ მე არც ეკონომიკის მესმის დიდად რამე და ჰესებზე,საუბარიც ზედმეტია.
უბრალოდ, სანამ ხელისუფლებაში ადგილობრივ მუშაზე მორგებული ხელშეკრულებების დამდები ხალხი არ გვყავს... სულ ერთია როგორი ინვესტორი შემოვა...მაინც ის დარჩება მოგებული და ჩვენ, დანაკარგის გარდა, არაფერი დაგვრჩება თორემ... ქვეყნის საკეთილდღეოდ, შეიძლება ხელისუფლებამ ხალხის არმოსაწონი ნაბიჯი მაინც გადადგას...იმ გათვლებით, რომ ადრე თუ გვიან ეს შედეგიანი იქნება. ხალხმა კი არ უნდა ვზომოთ და ვწონოთ, ყველაფერში ვიექსპერტოთ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ ამ ტელევიზორიდან…
პ.ს. ამიზა არ არის ფრანც ბეკენბაუერი ბავარიის გუბერნატორი/ Ministerpräsident, თორემ ვერ გაქაჩავდა, თუ ხმას არ მისცემდა ხალხი?!
3 წლის უკან
Serapina აბა პატივცემულო, ჯერ კიდევ რამდენი ხნის წინ გედავებოდით თქვენ და არიჩოპრას(სვანებთან სახმალაოდ არ ჩამოსულან ინვესტორებიო) ამ ჰესების საკითხზე...თუ სწორად მახსოვს ნენსკრა ჰესზე იყო მაშინ საუბარი.
იმას კი არ გედავებოდით რომ ეს არასაჭირო იყო... მე, ამ საქმის ექპერტი არ ვარ და ცხადია ვერანაირ არგუმენტს ვერ მოვიყვანდი მაშინ და ვერც დღეს... გარდა ერთისა, რომ ინვესტორს მოელაპარაკება და გაურგდება ერთი(ხელისუფლებაში მყოფი, ან შენიღბული და ვითომ არასახელისუფლებო) ჯგუფი ადამიანებისა... დავაკონკრეტებ 25 დან 55 წლამდე მრავალმხრივ აქტიური მამრები... მეტი დაკონკრეტება არ გვინდა! ჰოდა, სულ სანთლით ნაძებნი, ამ დროს ეკონომიკის ანა-ბანას არმცოდნე, თან უტიფარი მამრის ტვინში მარტო კაბალური კი არა, შტერული და უკონტროლო აზრები იხარშება... ჰოდა, ეს იყო და რჩება ჩემს ერთადერთ არგუმენტად... თორემ მე არც ეკონომიკის მესმის დიდად რამე და ჰესებზე,საუბარიც ზედმეტია.
უბრალოდ, სანამ ხელისუფლებაში ადგილობრივ მუშაზე მორგებული ხელშეკრულებების დამდები ხალხი არ გვყავს... სულ ერთია როგორი ინვესტორი შემოვა...მაინც ის დარჩება მოგებული და ჩვენ, დანაკარგის გარდა, არაფერი დაგვრჩება თორემ... ქვეყნის საკეთილდღეოდ, შეიძლება ხელისუფლებამ ხალხის არმოსაწონი ნაბიჯი მაინც გადადგას...იმ გათვლებით, რომ ადრე თუ გვიან ეს შედეგიანი იქნება. ხალხმა კი არ უნდა ვზომოთ და ვწონოთ, ყველაფერში ვიექსპერტოთ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ ამ ტელევიზორიდან…
პ.ს. ამიზა არ არის ფრანც ბეკენბაუერი ბავარიის გუბერნატორი/ Ministerpräsident, თორემ ვერ გაქაჩავდა, თუ ხმას არ მისცემდა ხალხი?!
3 წლის უკან
Katana . 1. თავად პატივცემულო! (მიმართვის ეს ფორმა თქვენ აირჩიეთ), ნენსკრა-ჰესსა და ნამახვანი-ჰესს შორის არსებითი(!) განსხვავებაა: პირველი შენდება პრინციპით - "მშენებლობა, ოპერირება და გადაცემა";
ხოლო მეორე - "მშენებლობა, ოპერირება და ფლობა".
(თუ რა განსხვავებაა მათ შორის - იხ. რეზო არველაძის კომენტარში).
არც ნენსკრაჰესის პირობებია სანატრელი (ოპერირების ერთობ გრძელი ვადის გამო), მაგრამ ნამახვან-ჰესი (ასეა სწორი ფორმა, და არა "ნამ-ო-ხვანი", როგორც ხმარობენ, ვინაიდან ეს არის სვანური ტოპონიმი და სიტყვასიტყვით ნიშნავს ადგილს, სადაც მტრობა მოხდა), რეპარაციაა და არა ხელშეკრულება!
2. " 25 დან 55 წლამდე მრავალმხრივ აქტიური მამრები..."
ამ ასაკის "მრავალმხრივ აქტიური" მდედრებიც გვყავს, პატივცემულო, ჯერ მილიონერები რომ ხდებიან, მერე ხელისუფლებაში იკავებენ ადგილებს მაღალ ეშელონებში, რათა უფრო მასშტაბური "აქტიურობების" საშუალება მიეცეთ... და ეჭვი მაქვს, არც ეს პროექტი უნდა იყოს მათი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე დარჩენილი!.. ასე რომ, გენდერული მდგენელი ჩავხსნათ ამ პრობლემიდან!
3. რაც შეეხება ბეკენბაუერს... მესმის თქვენი: ვერც ერთ თემას ვერ ჩაუვლით გვერდს, ერთი ორი კენჭი კალაძის ბოსტანშიც რომ არ ისროლოთ :)), მაგრამ, ვინაიდან არ არსებობს მერობის (ანუ, "სამერო") სასწავლებელი ან სპეციალობა, მოგვიწევს შეგუება, წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ, ასევე წარმატებულ ბიზნესმენად ქცეული ფეხბურთელიც შეიძლება იყოს ქალაქის მერი, ვინაიდან არსებობს პრეცედენტები, როცა ბოდიბილდერი გახლდათ კალიფორნიის გუბერნატორი, არცთუ დიდად ნიჭიერი მსახიობი - აშშ პრეზიდენტი, სასულიერო სასწავლებლის კუსდამთავრებული კი უზარმაზარი საბჭოთა იმპერიის შემქმნელ-მმართველი და ნახევარი ევროპის ბედის გამგებელი).
რას იზამ! :)))
P.S.
ბმული
3 წლის უკან
Serapina პუნქტი 2. მიმაჩნია სადაოდ!
ჩავხსნათ კი არა, ესაა რაცაა. მაგ მამრების და მდედრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ეწირება სახელმწიფოს მომავალი 30 წელია... და კიდევ ბევრი 30 ჩაივლის ჩვენი მოქმედი ბატონების და ყოფილი ბატონების გულის გასახარად და ჩვენ, სახელმწიფოებრივად ისევ იქ ვიქნებით, სადაც არ უნდა ვიყოთ!
პ.ს ნეტაი, ქართველ ჟურნალისტებად რომ იწოდებიან, ის ხალხი თქვენს პოსტებს არ კითხულობს?!( *ჩემსას არ დავაძებ).
3 წლის უკან
Katana ' Serapina :)
3 წლის უკან