ბათუმის აეროპორტში, ინტერპოლით ძებნილი Netfix-ის დოკუმენტური ფილმის, Tinder Swindler-ის გმირი და ცნობილი თაღლითი, საიმონ ლევაევი დააკავეს.
ინფორმაცია ლევაევის დაკავების შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
35 წლის საიმონ ლევაევი ისრაელის მოქალაქეა. ის არაერთ თაღლითურ დანაშაულშია ბრალდებული. მასშტაბის გამო, მასთან დაკავშირებულ რეალურ დანაშაულებრივ ფაქტებზე Netfix-მა, 2022 წელს, დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.
ლევაევი ქალებს Tinder -ით უკავშირდებოდა, ნდობაში შედიოდა, ეცნობოდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევაევის მემკვიდრე, შემდეგ კი, სხვადასხვა სქემით, ფულს სძალავდა.