ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტში პირველად მიიღო მონაწილეობა

ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტში პირველად მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტში პირველად მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირის ლიდერების სამიტი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს.

„მივესალმებით ჯო ბაიდენს. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ერთად დგომით შეიძლება აჩვენონ, რომ დემოკრატია საუკეთესო გზაა მოქალაქეების დასაცავად, ღირსების ასამაღლებლად და კეთილდღეობის შესაქმნელად“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.