გიორგი ვოლსკი: განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის მიმართულება უნდა შეიცვალოს და შავ ზღვაში უნდა შეიქმნას, რაღაცა სამხედრო ჰაბი, რომელიც რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი იქნება. ახლახან თქვა კალასმა. „ქართული ოცნება“ ამას არ დაუშვებს

გიორგი ვოლსკი: განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის მიმართულება უნდა შეიცვალოს და შავ ზღვაში უნდა შეიქმნას, რაღაცა სამხედრო ჰაბი, რომელიც რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი იქნება. ახლახან თქვა კალასმა. „ქართული ოცნება“ ამას არ დაუშვებს

თუ წავიკითხავთ ევროკავშირის რეზოლუცია, იქ წერია, რომ არჩევნები არ უნდა ვცნოთ, ანუ ხელისუფლება არ უნდა ვცნოთ, ეს არის მეშვიდე რეზოლუცია მე მგონი ასეთი აგრესიული, ეს არ უნდა ვცნოთ მაგრამ ამავე დროს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის რეკომენდებული. ანუ ერთსაც და მეორე მხარესაც აჩვენებს გზას, რომ უნდა შეუტიო ერთი ფრონტიდან და მეორე ფრონტიდანაც თუმცა მთავარი ამოცანა აქ არ იცვლება. რევოლუციური პროცესი უნდა განვითარდეს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვინც რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, იმას ნამდვილად ვერ უარყოფენ, რომ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ მაღალი დონის წარმომადგენლები და პირდაპირ „მაიდანისკენ“ მოუწოდეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც იქ იყო შეკრებილი. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, წამყვანის კითხვის საპასუხოდ თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციას, როდესაც ერთი ნაწილი ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მეორე კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

მისი თქმით, ოპოზიციის საერთოდ გეგმა ევროკავშირის რეზოლუციაში კარგად არის ასახული.

გიორგი ვოსკის განცხადებით, ევროპა ცდილობს რუსეთის აგრესია მიმართულობა შეცვალოს და ამისთვის საქართველოში სჭირდება მისი მართული ხელისუფლება.

„გადახედეთ სიტუაციას რა ხდება. არის თუ არა ინტერესი და განაცხადეს თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის აგრესიის მიმართულება უნდა შეიცვალოს და შავ ზღვაში უნდა შეიქმნას, რაღაცა სამხედრო ჰაბი, ახლახან თქვა კალასმა, რომელიც რუსეთის აგრესიის შემაჩერებელი იქნება. ანუ ევროპის მიმართულების გადანაცვლება, რამდენიმეჯერ ვთქვი ეს სიტყვა, დივერსიფიცირება ამოცანად რჩება. „ქართული ოცნება“ ამას შეეწინააღმდეგება, არ დაუშვებს. გამოგვცადეს არაერთხელ, შანტაჟის ძალიან სერიოზული, მთელი უშველებელი რესურსი იყო ჩართული. 50 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა იმისათვის, რათა აგრესიული პროცესები ყოფილიყო განვითარებული. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშის მიხედვით, რაც დახარჯა მხოლოდ USAID-იმ არჩევნების წინ და შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში. ამხელა რესურსი იყო მობილიზებული იმისთვის, რათა უფრო დიდი სტრატეგიული ამოცანა ყოფილიყო შესრულებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, იმდენად აშკარაა რა მიზნები ჰქონდა და აქვს ევროპას ამაზე განცხადებების გაკეთებაც აღარ არის საჭირო, რადგან საზოგადოებამ ისედაც იცის.

მარბიელი ვერ გავიგე - კობახიძემ თქვა, დარეკეს დიფსტეიტიდან და გახარია პრემიერად დავნიშნეთო' ვიცოდით აგენტი რომ იყო და პრემიერად დავნიშნეთო!!! რატომ გაწირეთ ქვეყანა? რომ არ დაგენიშნათ რა მოხდებოდა? მყარად არ ვიყავით და დაგვამხობდნენო ... ანუ როგორმე ოცნების ხელისუფლებაში დარჩენა არჩიეთ ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანა დიფსტეიტსა და აგენტს ჩაუგდეთ??? ხომ ასეა? ხვალ ისევ რომ რამე უარესი მოგთხოვონ ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ?
როგორ გენდოთ?
4 საათის უკან
Aburjga Tasmanieli დიფსტეიტმა რომ დარეკოს, გაძლევთ პირობას რამდენი ხანიც გინდათ იმდენი ხანი იყავით ხელისუფლებაში, თუნდაც კაცობრიობის დასარულამდე ოღონდაც რუსეთთან საზღვარი ჩაკეტეთ, არავითარი ეკონომიკურფი კავშირები, არც ერთი ფურა არც იქეთ და არც აქეთ, ფრენები აკრძალეთო!!! რას იზამთ, ხომ თანახმა იქნებით?!
3 საათის უკან
მარბიელი მილიონი კვ.მ 100 მლნ კვ სანტიმეტრი ... რა კავშირშია ეს ტერიტორია საგუშაგოსთან? რომ არა საგუშაგო იქნებ მეტი დაგვეკარგა? გარდა ამ მილიონი კვ. მეტრისა სხვადასხვა ადგილებში რამდენით მეტია დაკარგული 2012 წლის მერე? ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?
რომ არა საგუშაგო, ეს ტერიტორია არ დაიკარგებოდა? თუ კი, გამოდის, რომ ოსების კეთილ ნებაზე ვყოფილვართ დამოკიდებული და მავთულხლართის გადმოწევაზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს იმის შიშით, რომ ამის გამო ოცნების ხელისუფლება არ გადააყირაონ?
საქართველო, თუ ქოცები?
3 საათის უკან