კოტე ჟღენტი: აიათოლას რეჟიმი მთლად ისეთი ძლიერი არ არის მაგრამ საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ცოტახნით კიდევ წინააღმდეგობა გაუწიოს მისი ჩამოგდების ცდებს. არ არის ადვილი საქმე ასეთ რელიგიურ საფუძველზე მდგარი რეჟიმის ჩამოშლა

კოტე ჟღენტი: აიათოლას რეჟიმი მთლად ისეთი ძლიერი არ არის მაგრამ საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ცოტახნით კიდევ წინააღმდეგობა გაუწიოს მისი ჩამოგდების ცდებს. არ არის ადვილი საქმე ასეთ რელიგიურ საფუძველზე მდგარი რეჟიმის ჩამოშლა

ერთი კითხვა, რომელიც თავიდან ისმოდა, როცა დაიწყო ეს დაბომბვები ისრაელმა ირანის რა იყო მიზეზი ამის დაწყების. თავიდან თუ იყო საუბარი უფრო ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე და რომ არ მიეცეს ირანს საშუალება, რომ ბირთვული იარაღი შექმნას და ასე შემდეგ, ბოლოს უკვე, როცა მეექვსე დღეა, რაც ერთმანეთს რაკეტებით ბომბავენ უკვე უმეტესად საუბრობენ იმაზე, რომ ხომ არ უნდათ რეჟიმის ცვლილება ირანში და საერთოდ სხვა რეჟიმის დამყარება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.

მისი თქმით, აიათოლას რეჟიმი დასუსტებულია თუმცა ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მის ჩამოშლას.

„არა მგონი ახლა დიდი შანსი ჰქონდეს დიპლომატიას ამ პროცესში, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ირანის რეჟიმი კი ამბობენ და იწერება კიდეც, რომ ცოტა შეტორტმანებულია და ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც ადრე იყო. მითუმეტეს ის მოვლენები, რომელიც ირანში განვითარდა ბოლოს 2020 წელს გოგონას გულისთვის დაიწყო და მერე განვითარდა და განვითარდა და ასობით ათასი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. მანამდე 2006 წელს იყო თუ გახსოვთ კიდევ ასეთი გამოსვლები. ასე, რომ რეჟიმი მთლად ისეთი ძლიერი არ არის მაგრამ მე მგონია, რომ საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ცოტახნით კიდევ წინააღმდეგობა გაუწიოს მისი ჩამოგდების ცდებს. არ არის ადვილი საქმე ამდენი წელი და ასეთ რელიგიურ საფუძველზე მდგარი რეჟიმის ჩამოშლა“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.