ჯო ბაიდენი: ღმერთო, ჩემი წინამორბედი მენატრება

ჯო ბაიდენი: ღმერთო, ჩემი წინამორბედი მენატრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოენატრა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ის მეორე ვადით კენჭის ყრას იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროს დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ თვეებში საარჩევნო შტაბი შექმნა, ჯო ბაიდენმა სიცილით უპასუხა:

ჩემი წინამორბედი, ღმერთო, მენატრება ის.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს. მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.