„ეს არის შურისძიება და არა სამართლიანობის აღდგენა“

„ეს არის შურისძიება და არა სამართლიანობის აღდგენა“

„აღარ სრულდება ჩვენი თანაგუნდელების დაკითხვაზე დაბარებები. ახალი ხელისუფლება თითოქს კონსტრუქციულ ურთიერთობაზე მოდიოდა, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარად არის“ - განუცხადა for.ge უმცირესობის წევრმა დავით დაჩიაშვილმა.

- აქამდე გიგი უგულავას მოწმის სახით იბარებდნენ, ახლა კი ბრალი წაუყენეს. ასეთ ვითარებაში რა სამართლიანობის იმედი უნდა გვქონდეს? ეს ხელისუფლება შედგება შევარდაძისდრონდელი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის წამომადგენლებისაგან და აქ უკვე სამართლიანობაზე საუბარი უადგილოა. ეს ხალხი ნიშნის მოგებით ლაპარაკობს წინა ხელისუფლებაზე, მის წარმომადგენლებს დევნიან და აწინაურებენ იმათ, ვინც ცნობილი იყო კორუფციულ და კრიმინალურ სისტემაში გავლენით. ეს სახეები ჩანან რაიონებში და პარალამენტშიც. ვინ იყო 90-იან წლებში ქანთარია? რით იყო მაშინ დაკავებული დღევანდელი უმრაველესობის ლიდერი? ვინ იყო ბატონი გოგი ქავთარაძე? ისიც გავიხსენოთ, ზაქარია ქუცნაშვილს როდის შესძულდა წინა ხელისუფლება, - მაშინ, როდესაც სერიოზული ბიზნეს დარღვევები აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრების საქმიანობაში. ეს არის შურისძიება და არა სამართლიანობის აღგენა.  

მთავარმა პროკურორმა არ გამორიცხა, „იმედისსაქმეზე პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა, რაც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააპროტესტა და პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. თუმცა, კბილაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არსებობს ჯოზეფ ქეის ჩვენება და რა კავშირში ამასთან ივანიშვილის პასუხისმგებლობა?

- ყველა ჩვენგანს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ კბილაშვილი იმას აკეთებს, რასაც ივანიშვილი ეუბნება. ამ ქეყანაში გამოძიება ისეთ ჩვენებებს იღებს, როგორიც უნდა. მაგალითად რობაქიძის საქმის მოყვანა შემიძლია, როდესაც დანამდვილებით ვიცი, რომ პატრულის თანამშრომლებს დაკითხვისას ეუბნებოდნენ, - სხვებმა უკვე აღიარეს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ იყო და თქვენც იგივე თქვითო. საბოლოოდ, პატრულის რამდენიმე თანამშომელმა თქვა, რომ ეს დაკითხვა ტენდენციური იყო. 

თუმცა, არაერთ თქვენს ოპონენტს თუ ექსპერტს უჩნდება მოსაზრება, რომნაციონალური მოძრაობაბოლოდრინდელი აქტივობებით წამებულის მანტიის მორგებას და საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებას  ცდილობს.

- რას ნიშნავს წამებულის მანტიის მორგება? ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების დამცირებას. ჩვენ ვრეაგირებთ იმაზე, რაც ხდება. ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში აღმშენებლობა მიმდინარეობდა და ვხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამ დროს მომხდარი გადაცდომების გამოძიებას კი არ ცდილობს, არამედგ გამორჩევით უტევს აღმშენებელობით გამორჩეულ პიროვნებებს, რათა საზოგადოებას მათზე ნეგატიური აზრი შეექმნას.

თქვენი ხელისუფლება ასევე იბარებდა დაკითხვაზე შევარდნაძის მაღალჩიოსნებს და ახლა რატომ გიკვირთ?

- რამდენიმე ადამიანი იყო დაბარებული პროკურატურაში, რომ დიდი რაოდებონობით მოპარული ფული მოეტანათ. მოიტანეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. ჩვენი ხელისუფლების დროს რა კარგი იყო და რა - ცუდი, ასაწონია. რომლი ხელისუფლებაა უშეცდომო? მაგრამ ისიც არ შეიძლება, წინა ხელისუფლების კარგი არაფერი დაინახო. ეს არის სწორედ პოლტიკური ანგარიშსწორება.

ხელისუფლებასა და ოპოიზიციას შორის მოლაპარაკების ჩაშლა თქვენს პოლიტიკურ გუნდს დაბრალდა იმის გამო, რომ ხელეშუხელობის გარანტიები მოითხოვეთ.

- ეს ხომ ტყუილია! ამას უსუფაშვილიც კი არ ამბობს. არავითარ ამნისტიას ჩვენ არ ვითხოვთ. იყო საუბარი - თუ აღიარებთ დანაშაულს, 5 წელი საჯარო სამსახურში მუშაობის პრეტენზია არ უნდა გქონდეთ და ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცეებს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება ეპატიოთო. ჩვენ ვითხოვთ, თავი დაანებონ ათასობით ადამიანის ტერორს და დაკითხაზე დაბარებას. აგერ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და თუკი რამე დანაშაულს გვიპოვნით, მოგვკითხეთ პასუხიო. მოგვკითხონ პასუხი დეპუტატებს, ყოფილ მინისტრებს და ა. შ. სად არის აქ ხელშეუხელობის გარანტიების მოთხოვნა? თუკი რაიმე სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული, მკვლელობა ან წამება აქვს ჩადენილი რომლიმე ჩვენს თანაგუნდელს, არ ვითხოვთ, რომ ამაზე დახუჭონ თვალები. ჩვენ ვამბობთ, რომ ნუ ერჩიან ადამიანებს (მაგ. დასუფთავების სამსახურის თანამშომლებს), რომელთაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

19 აპრილს დაანონსებული აქციაქართულმა ოცნებამსახელმიწიფო გადატრიალების მცდელობად გამოაცხადა და არა საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებულ ღინისძიებად. „ოცნებასთავისი ევროატლანტიკური კურსი გამოცხადებული აქვს და თქვენ რატომ გაქვთ ეჭვი

- კურსის გაცხადება ერთია და ნაბიჯების გადადგმა მეორე. ჩვენ ვხედავთ ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ვხედავთ, ყოფილი და ამჟამინდელ კრიმინალებისთვის   პრივილიგირებული მდგომარეობის დაბრუნების მცდელობას. სასაცილოდ გამოჰყავთ პრემიერ მინისტრის განცხადება ერევანში, როდესაც მან ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მაგალითად სომხეთი მოიყვანა. ასეთი საგარეო პოლიტიკა გულისხმობს დსთ-ის უშიშროების სისტემაში დაბრუნებას. რამდენადაც ვიცი, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისტემაში შევარდნაძის დროინდელი კადრები ბრუნდებიან და სამსახურიდან უშვებენ მათ, ვინც ეს სისტემა ააწყო, ხოლო ვინც იყო გამოვლენილი რუსეთის სპეცსამსახურებთან კანონდარღვევით ურთიერთობაში, ისინი პოლიტპატიმრებად   ცხადდებიან, ეს ანგრევს სისტემას.

ჩვენი პოლიტიკური ძალა კვლავ გააგრძელებს ამ მძიმე ბრძოლას. საქართველოს დაბრუნებას რუსულ-კრიმინალურ ორბიტაზე ყველანაირად შევეწინააღმდეგებით.