რუსეთის სათათბირომ ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლება მიანიჭა

რუსეთის სათათბირომ ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტად კიდევ ორჯერ არჩევის უფლება მიანიჭა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით დაუჭირა ცვლილებებს კანონში, რომელიც ადამიანს პრეზიდენტის თანამდებობის ორზე მეტჯერ დაკავებას უკრძალავდა.

რუსული მედიის ცნობით, მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს გაუნულდებათ კრემლში ყოფნის ვადები, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს პრეზიდენტად არჩევა კიდევ 2-2-ჯერ შეეძლებათ.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც წარსულში ორმაგი მოქალაქეობა ან საზღვარგარეთ ბინადრობის უფლება ჰქონდა.