ენტონი ბლინკენი: ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი უგუნური და მტრული ქმედებებისთვის

ენტონი ბლინკენი: ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი უგუნური და მტრული ქმედებებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ორმხრივი ინტერესების საკითხებზე რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს, თუმცა ამავდროულად პასუხი აგებინოს მას უგუნური ქმედებებისთვის.

ნატოს შტაბბინაში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსს რუსეთის მიმართ მტკიცე და ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს არის ის, რომ რუსეთთან გვექნება ურთიერთობა, რომელიც სულ მცირე პროგნოზირებადი და სტაბილური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ვთანამშრომლობთ ჩვენი და ალიანსის ინტერესების წინ წასაწევად, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი უგუნური და მტრული ქმედებებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.