ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს. კანონპროექტს ხელი შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტემმა უკვე მოაწერა. მისი თქმით, სიკვდილით დასჯის სისტემა ფუნდამენტურად არასწორი და არაეფექტიანია.
ახალი კანონმდებლობით, სასიკვდილო განაჩენი შტატში სამუდამო პატიმრობით შეიცვლება. ვირჯინია ამერიკის 23-ე შტატია, სადაც სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
შტატი სასიკვდილო განაჩენების აღსრულების მაჩვენებლით ლიდერობდა. 2017 წლამდე, როდესაც შტატში სასჯელის აღსრულება შეჩერდა, იქ სიკვდილით 1400-მდე ადამიანი დასაჯეს.