ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 150 ადამიანი დააკავეს.
სპეცოპერაცია თურქეთის 53 პროვინციაში ჩატარდა. საერთო ჯამში თურქეთის პროკურატურამ 184 პირის დაკავების ორდერი გასცა.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით, გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ის ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.