ჩრდილოეთ კორეამ ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები ონჩონის პოლიგონიდან კვირას გაუშვეს.
ორივე რაკეტა ყვითელ ზღვაში ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, ფრთოსანი რაკეტების გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით აკრძალული არ არის.