ბელარუსში სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იგორ ბორისოვი დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ცოლმა აცნობა.
ელენა ბორისოვას თქმით, მისი მეუღლე შვილების თვალწინ დააპატიმრეს. ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, ვინც 25 მარტისთვის დაგეგმილ გრანდიოზულ აქციაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.