ბულგარეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი დააკავეს

ბულგარეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი დააკავეს

ბულგარეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომელი დააკავეს. შესაბამისი განცხადება ბულგარეთის გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა.

გამოძიების ცნობით, ბულგარეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადაიბირა პირები, რომლებიც რუსეთს ბულგარეთის, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.

ბულგარეთის გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა და სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ბულგარეთის, ნატო-სა და ევროკავშირის უსაფრთხოებას.