ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსს სხვა პრეზიდენტებიც ეყოლება და განსხვავებას მერე დაინახავთ

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსს სხვა პრეზიდენტებიც ეყოლება და განსხვავებას მერე დაინახავთ

გარანტიას გაძლევთ, რომ სხვა პრეზიდენტებიც გეყოლებათ, შეადარებთ ყველაფერს და განსხვავებას მერე დაინახავთ, - ამის შესახებ გროდნოს ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ჩვენ არავის დავუჩოქებთ. თუ ხალხი გონიერებას არ დაკარგავს, უარესობისკენ არაფერი შეიცვლება. გარანტიას გაძლევთ, რომ სხვა პრეზიდენტებიც გეყოლებათ, შეადარებთ ყველაფერს და განსხვავებას მერე დაინახავთ. ახლა კი უბრალოდ მოითმინეთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთანავე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი შვილები პრეზიდენტის პოსტს არ დაიკავებენ.

„შერჩეული მყავს ორი ძლიერი კანდიდატი, რომლებსაც შეუძლიათ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვონ. ერთი გენერალია, გროდნოს ოლქში პრეზიდენტის თანაშემწე იური კარაევი, მეორე კი გროდნოს ოლქის გუბერნატორი ვლადიმერ კარანიკია. ორივე ახალგაზრდაა, ჭკვიანი, ახალი თაობის წარმომადგენელი. მათ იციან ამ ქვეყნის ფასი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.