თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა

თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დატოვა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალების მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ასევე სტამბოლის კონვენციის სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია, რომ ყველა საჭირო რეგულაციის დანერგვა უზრუნველყოს“, - წერს Twitter-ზე თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი.

სტამბოლიის კონვენციის დატოვების მიზეზი ოფიციალურად თურქეთში ამ დრომდე არ დასახელებულა.