„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„ერთხმად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შერყევისკენ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების ერთგული რჩება და გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით.