თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არ ნანობს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, ნანობს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის შესახებ კითხვას დადებითად უპასუხა, ჯენ ფსაკიმ უპასუხა:
არ ნანობს. პრეზიდენტმა პირდაპირ კითხვას პირდაპირი პასუხი გასცა.
17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.
ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
დიახ, ვფიქრობ.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
„პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.