რუსეთი Twitter-ს ერთ თვეში დაბლოკავს, თუ სოციალური მედიის პლატფორმა აკრძალულ კონტენტს არ წაშლის. ამის შესახებ რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსკომნადზორი“) ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სუბოტინმა განაცხადა.
„ერთი თვის განმავლობაში დავაკვირდებით Twitter-ის რეაქციას ჩვენი პრეტენზიების მიმართ“, - აღნიშნა მან.
10 მარტს, რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“) სოციალური ქსელი Twitter-ის მუშაობის სიჩქარის შენელება დაიწყო.
უწყებაში აღნიშნეს, რომ დაწესებული შეზღუდვა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ Twitter-მა რუსეთში აღიარებული აკრძალული კონტენტი პლატფორმიდან არ წაშალა.