აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი და ირანი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არის იმის მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ტექნიკური საშუალებებით შეიცვალა.
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთი ჯო ბაიდენის გაშავებას ცდილობდა.
გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის მტკიცებით, ირანს სურდა, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება არ დაეშვა.