აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მეგან მარკლი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
მანამდე ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად, მეგან მარკლი „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას განიხილავს.
„იმედია, კენჭს იყრის. თუ ეს მოხდება, უფრო ვიქნები განწყობილი იმისათვის, რომ კენჭი ვიყარო. მე არ ვარ მისი გულშემატკივარი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის დედოფალი შესანიშნავი ადამიანია“.