ესპანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა გალილეო გალილეის ცნობილი ტრაქტატის გაუჩინარების ფაქტს ოთხი წელი არ ასაჯაროებდა. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 1610 წელს დაწერილი ტრაქტატის (Sidereus nuncius) ორიგინალი ბიბლიოთეკიდან 2014 წელს მოიპარეს, რის შემდეგაც ბიბლიოთეკამ ის ასლით ჩაანაცვლა. გამოცემის ცნობით, 2018 წელს გამართულ გამოფენაზე, რომელიც მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ტრაქტატის ასლი ორიგინალად იყო წარმოდგენილი.
800 ათას ევროდ შეფასებული დოკუმენტის მოპარვაში ურუგვაის მოქალაქეა ეჭვმიტანილი.