ლონდონის პოლიციამ ბაშარ ასადის ცოლის მიმართ გამოძიება დაიწყო

ლონდონის პოლიციამ ბაშარ ასადის ცოლის მიმართ გამოძიება დაიწყო

ლონდონის პოლიციამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ცოლის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ადვოკატთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. იურისტებმა პოლიციის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში გააგზავნეს საბუთები, რომელიც მათი აზრით ადასტურებს, რომ ასმა ასადი, როგორც სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი, „ტერორიზმს აქეზებდა“.

პოლიციამ უნდა დაადგინოს გაგრძელდება თუ არა გამოძიება უფრო მაღალ დონეზე.

ლონდონში დაბადებულ ასმა ასადს დიდი ბრიტანეთისა და სირიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ბრიტანეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.