აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას და უზრუნველყოს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდეს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას და ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდეს. მაშინ ჩვენ შეგვიძლია „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში ვისაუბროთ”, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ირანთან მოლაპარაკებები გამართოს.
ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.