ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღების წესის შემსუბუქებას ითხოვს. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.
რომელი ქვეყნები ითხოვენ შეზღუდვების შემსუბუქებას, არ სახელდება, თუმცა გამოცემა წერს, რომ ეს არის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
კერძოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ითხოვს, რომ შენგენის ზონაში შესვლის უფლება იმ ტურისტებმა მიიღონ, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინა გაიკეთეს ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.
Bloomberg-ის ცნობით, მსგავსი სისტემით მუშაობს ე.წ. კოვიდ-პასპორტების სისტემა, რომლითაც ადამიანები ევროკავშირის შიგნით გადაადგილდებიან.
სავარაუდოდ, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მარტის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.