ზულუს მეფე გუდვილ ზველიტინი, სამხრეთ აფრიკაში, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც BBC იუწყება, ზულუს მეფე სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში, დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო მკურნალობდა.
72 წლის მეფე სამხრეთ აფრიკის უდიდესი ეთნიკური ჯგუფის ლიდერი და მმართველი იყო.
აღსანიშნავია, რომ მეფე, ზულუს ერს 1968 წლის მერე განაგებდა, მას შემდეგ, რაც მისი მამა გარდაიცვალა. კვაზულუ-ნატალის პროვინციაში დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.