მიანმარის მმართველ სამხედრო საბჭოში აცხადებენ, რომ ქვეყანას მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკონტროლებენ

მიანმარის მმართველ სამხედრო საბჭოში აცხადებენ, რომ ქვეყანას მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკონტროლებენ

მიანმარის მმართველი სამხედრო საბჭო ქვეყანას მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკონტროლებს, რის შემდეგაც არჩევნები ჩატარდება და ძალაუფლება გამარჯვებულ პარტიას გადაეცემა. ამის შესახებ მიანმარის მმართველი სამხედრო საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა ზაუ მინ ტუნმა განაცხადა.

1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.

11 თებერვალს, მიანმარში სამხედრო გადატრიალების გამო, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 10 ფიზიკურ პირსა და 3 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.