სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ წარმომადგენელმა იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ პროტესტანტები, ერევანში პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირებას განაგრძობენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ოპოზიცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. ერევანში დღეს 15:00 საათზე ხალხმრავალი მიტინგია დანიშნული.
მანამდე პროტესტანტებმა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტთან მისასვლელი გზები გადაკეტეს.