ირაკლი ალასანია ნატო-ს შტაბ-ბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ჰან მოჰამადის შეხვდა

ირაკლი ალასანია ნატო-ს შტაბ-ბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ჰან მოჰამადის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატო-ს შტაბ-ბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ჰან მოჰამადის შეხვდა.

სამხედრო უწყების ხელმძღვანელებმა ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშნელობასა და ავღანეთში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის წვრთნისა და დახმარების საკითხებსაც.

შეხვედრაზე პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების საკითხებზეც ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.