ერაყში პაპი ფრანცისკეს ვიზიტი დასრულდა. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალაქების მონახულების შემდეგ, ის ბაღდადიდან თვითმფრინავით უკვე გაემგზავრა ვატიკანში, - წერს Reuters-ი.
ვიზიტის ფარგლებში, პაპმა ერაყის ოთხი ქალაქი მოინახულა, მათ შორის - მოსული. „მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე - ომი“ - თქვა რომის პაპმა ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ ქალაქში ვიზიტისას.
ერაყელების უმეტესობა რომის პაპის ვიზიტს დადებითი განწყობით შეხვდა. მათი განცხადებით, ეს იყო შანსი მსოფლიოსთვის, განსხვავებული კუთხით შეეხედათ დაუსრულებელ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის.