ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებამ რეგიონში თანამშრომლობისთვის ახალი რეალიები და შესაძლებლობები შექმნა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
„ყარაბაღის მეორე ომის შედეგებმა რეგიონისთვის ახალი რეალიები შექმნა. რეგიონში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი პირობები შეიქმნა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.
ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ არა მხოლოდ ახალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების, არამედ თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნაც გამოიწვია.