ლიეტუვა ბელარუსს ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას არ გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეჟიმების მიერ დევნილი დემოკრატიული ძალები ლიეტუვაში საიმედო თავშესაფარს იპოვიან.
„ნებისმიერს, ვინც ლიეტუვაში თავშესაფარი მიიღო, შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რომ მას რეჟიმებს არ გადასცემენ. ბელარუსის რეჟიმს შეგვიძლია ვუთხრათ: უფრო ადრე ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე ჩვენ თქვენს მოთხოვნებს განვიხილავთ“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.