კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო.
თავდაპირველად, ადგილობრივი არჩევნები 15 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება.
ადგილობრივი არჩევნების ჩატარება დაგეგმილია კალაბრიის რეგიონსა და იტალიის უამრავ სხვა ქალაქში, მათ შორის რომში, მილანსა და ნეაპოლში.
საერთო ჯამში, ადგილობრივი არჩევნები ათასზე მეტ ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20 მილიონამდე ამომრჩეველი მიიღებს.