კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 მარტს, აშშ-ის კაპიტოლიუმში შესაძლო შეჭრის საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ამის მიზეზი დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ შენობაში შეჭრა იგეგმება.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს.