რომის პაპის ისტორიული ვიზიტი ერაყში დღეს იწყება. ეს პაპის პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში და ასევე პირველი საერთაშორისო მოგზაურობა პანდემიის პირობებში.
BBC-ის ცნობით, რომის პაპი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ სასულიერო პირს, წაიკითხავს ლოცვას მოსულში და აღავლენს მესას სტადიონზე.
თავდაპირველად, რომის პაპი ბაღდადში ჩასვლას გეგმავს, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება.
ვატიკანის პრესსპიკერის მატეო ბრუნის თქმით, რომ კოვიდპანდემიის გამო, მოსახლეობასთან შეხვედრები არ არის დაგეგმილი.