აშშ-მა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა

აშშ-მა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა.

კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სასანქციო სიაში შემდეგი მაღალჩინოსნები შეიყვანა: უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე კალაშნიკოვი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, კრემლის შიდა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი.

გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები შემდეგ ორგანიზაციებს დაუწესა: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე კვლევითი ცენტრი და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა.