სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გამოყენება არ არის გამბედაობის გამოვლენა ან დიპლომატიური წარმატების მტკიცებულება. ეს უფრო უარის თქმაა მედიცინაში მიღებულ წესებზე, რომელიც მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს“, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
ზუზანა ჩაპუტოვამ აღნიშნა, რომ პროპაგანდას არ გაუწევს იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებსაც ევროკავშირში რეგისტრაციის პროცესი არ გაუვლიათ.
1-ელ მარტს, სლოვაკეთის მარეგულირებელმა რუსული კოვიდვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.