CNN: ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდინარე კვირას დაუწესებს

CNN: ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდინარე კვირას დაუწესებს

ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს . ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდფინარე კვირას დაუწესებს. სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციის ფარგლებში მოხდება.

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.