საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მეუღლისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
„ეს არის სასტიკი და უსამართლო განაჩენი. ბრძოლა გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება“,- წერს ბრუნი Instagram-ის გვერდზე.
კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში ბრალდებულ ნიკოლა სარკოზის პარიზის სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სარკოზის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.