სომხეთის უშიშროების საბჭო პრეზიდენტს მოუწოდებს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენშტაბის უფროსი

სომხეთის უშიშროების საბჭო პრეზიდენტს მოუწოდებს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენშტაბის უფროსი

სომხეთის უშიშროების საბჭო ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი.

„უშიშროების საბჭო პრეზიდენტს სთავაზობს, დააკმაყოფილოს პრემიერ-მინისტრის წინადადება და თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის უშიშროების საბჭოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის თანახმად, შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა დაუშვებელია.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.