ირანის საგარეო უწყება: ბაიდენის ადმინისტრაციამ თეირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ირანის საგარეო უწყება: ბაიდენის ადმინისტრაციამ თეირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა ირანს სანქციები უნდა მოუხსნას, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებების გამართვა სურს.

„პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თეირანის მიმართ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა უნდა შეცვალოს. თუ მათ სურთ ირანთან მოლაპარაკებები, პირველ რიგში, სანქციები უნდა მოხსნან“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადეჰმა.

ირანის საგარეო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უარი შეთანხმებაში დაბრუნებაზე, ისტორიული შეცდომაა.