პოლიტური კრიზისის ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკურმა უთხანხმოებამ ქვეყანაში კონფრონტაცია და განხეთქილება არ უნდა გამოიწვიოს.
„პოლიტიკური ბრძოლა კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. მან არ უნდა გამოიწვიოს რყევა, არასტაბილურობა და კონფრონტაციისა და ზიზღის ატმოსფერო. კიდევ ერთხელ ყველას შემწყნარებლობისა და სოლიდარობისკენ მოვუწოდებ“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
პოლიტიკური კრიზისი სომხეთში 25 თებერვალს მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.