ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ სააგენტო Belta წერს.
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ქვეყნის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, და მისი უფროსი ვაჟი ვიქტორი, რომელიც 2019 წლიდან ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ვიქტორ ლუკაშენკო 2005 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწის პოსტს იკავებს. 2007 წლიდან კი ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრად აირჩიეს.