სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ქალაქ ნასირიაში, ანტისამთავრობო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 175-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დაღუპულთა უმეტესობას ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაჭრილია 120 ადამიანი. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების 57 წარმომადგენელია. მომიტინგეები მთავრობის გადადგომასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
ათწლეულების განმავლობაში, ერაყის ყველაზე დიდი ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდა. მაშინ მრავალი ერაყელი ითხოვდა სამუშაო ადგილების შექმნასა და მთავრობის გადადგომას, რომელსაც კორუმპირებულად მოიხსენიებდნენ.